უნგრეთმა ვენესუელის არჩევნების შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა – Politico

Politico-ს ცნობით, ევროკავშირმა ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება ვერ შეძლო, რადგან უნგრეთმა ის დაბლოკა.

კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურდათ ისეთი განცხადების მიღება, რომელშიც ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებს დაგმობდნენ, თუმცა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციამ ამაში მათ ხელი შეუშალა.

ამის გამო ევროკომისარს საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელს განცხადების გავრცელება მხოლოდ საკუთარი სახელით მოუწია. ბორელის განცხადებაში წერია, რომ „ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების სანდო ანგარიშები მიუთითებენ იმაზე, რომ არჩევნები მრავალი უზუსტობებითა და დარღვევებით ჩატარდა.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. მასში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოცხადდა. როგორც ვენესუელის ეროვნული ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, მადურომ ხმათა 51,2% დააგროვა. მისმა უახლოესმა კონკურენტმა ედმუნდო გონსალესმა კი – 44,2%. არჩევნების შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მიტინგები და არეულობა მოყვა. დაღუპულია რამდენიმე ადამიანი.

მსგავსი თემები