ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელიც თუშეთის გზაზე ავარიაში დაიღუპა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი, ახმეტაში მცხოვრები, 56 წლის დავით მეშველიანია.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ჯიპის მარკის ავტომობილს თავად მართავდა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

„წესიერი კაცი იყო, ახმეტის ცენტრში, ალვანის დასახვებვისკენ ცხოვრობენ. ისეთი სიმაღლიდან იყო გადავარდნილი, ვერავინ დაეხმარებოდა და გამოიძახეს სამაშველო. თავის მანქანას თვითონ მართავდა. დახუსტებით არ ვიცი, რატომ იყო თუშეთში ასეული. ახლა იმდენი გულშემატკივარია შეკრებილი მაგის სახლთან. ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან ძნელია ყველა ახლობლისთვის“, – ამბობს ერთ-ერთმა ახლობელი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები