რეზიდენცია, რომელშიც ისმაილ ჰანიე იმყოფებოდა, სხვა სახელმწიფოდან გაშვებული რაკეტით დაიბომბა – „ალ მაიადინი“

„ალ მაიადინი“-ის ინფორმაციით, რაკეტა, რომლითაც თეირანში ის რეზიდენცია დაიბომბა, რომელშიც „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე იმყოფებოდა, სხვა სახელმწიფოდან იყო გაშვებული.

ირანული წყაროს თქმით, რაკეტა „არა თვით ირანის ტერიტორიიდან“, არამედ „სხვა სახელმწიფოდან“ იყო გასროლილი. პარალელურად, ირანული მედია წერს, რომ ისმაილ ჰანიეზე თავდასხმა საჰაერო მართვადი ჭურვის გამოყენებით მოხდა.

ისმაილ ჰანიეს საცხოვრებელი რეზიდენცია ირანის დროით, შუაღამის 02:00 საათზე დაიბომბა. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ისმაილ ჰანიე ჩრდილოეთ თეირანში ვეტერანთა ერთ-ერთ რეზიდენციაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები