ენტონი ბლინკენი აშშ-ის კავშირს „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობასთან უარყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკას „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

ბლინკენს ასევე ჰკითხეს, თუ რა გავლენა ექნება ჰანიეს მკვლელობას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომზე.

„მრავალი წლის გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასდროს არ ღირს ვარაუდების აგება იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ერთი მოვლენა მეორეზე“, – უპასუხა მან.

„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წინასწარი ინფორმაციით, სახლს, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, მართვადი რაკეტა მოხვდა.

მსგავსი თემები