ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის – აიათოლა ალი ხამენეი

,,ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს შური იძიოს ,,ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, რადგან ის ირანის მიწაზე მოკლეს”, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ.

,,თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსენით მკაცრ სასჯელს”, – თქვა მან და მხედველობაში ჰქონდა ისრაელი.

ირანის ახალმა პრეზიდენტმა პატივი მიაგო ისმაილ ჰანიეს ხსოვნას და მას ,,პალესტინის წინააღმდეგობის მამაცი ლიდერი” უწოდა.

,,ირანისა და პალესტინის ორ ამაყ ერს შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას გაუყვება უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე”, – თქვა მასუდ ფეზეშქიანმა.

 

მსგავსი თემები