დატბორვის შემდეგ, ჩაქვის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

დატბორვის შემდეგ, ჩაქვის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. განცხადებას ბათუმის მერიის კომპანია “ბათუმის წყალი” ავრცელებს და წერს, რომ გზა უკვე გაწმენდილია.

,,სანიაღვრე მილების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, უწყვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ჭების წმენდა.

უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, დაბა ჩაქვის საავტომობილო გზის ნაწილზე შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.

ბათუმის წყლის ავარიული ჯგუფის მიერ განხორციელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ ტექნიკის მეშვეობით გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი და ამოიტუმბა საცხოვრებელი სახლის სარდაფები.

ამ დროისთვის დაბა ჩაქვში გზა სრულად გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია”, – წერს ,,ბათუმის წყალი”.

მსგავსი თემები