“ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს”- კობახიძე

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა ყალიბდება  ლოჯისტიკურ ცენტრად.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა. ქვეყანა ყალიბდება  ლოჯისტიკურ ცენტრად. ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას  და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური სტანდარტები მუდმივად გაუმჯობესდეს.

ჩვენს ძალისხმევას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები. მე მინდა  განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. მე პირადად ვესწრები უკვე მესამე ღონისძიებას, როდესაც იხსნება გზის მონაკვეთი და სამივე შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი იყო აზიის განვითარების ბანკი და მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს და ბანკის წარმომადგენელს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზიის განვითარების ბანკი.

„ჩვენ 2007 წელს შევუერთდით აზიის განვითარების ბანკს ბენეფიციარის სტატუსით დღეს კი უკვე გვაქვს მინიჭებული დონორი ქვეყნის სტატუსი, რაც არის დასტური ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის აზიის განვითარების ბანკთან.  მე მინდა აღვნიშნო სიხარულით, რომ ჩვენ წელს ვუმასპინძლეთ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები