ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა. ბექაური ზედიზედ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ლაშა ბექაური სანშირო მურაოს აქამდე სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ ქართველმა გაიმარჯვა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

 

 

მსგავსი თემები