უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში ვიზიტისას მოაწერა. ზელენსკიმ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსული მხარის მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ უკრაინას საპასუხო რეაქცია ექნება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინიციატივა შუამავლობის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის.

მეტი...

უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით გაერომ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა. სხდომა ხვალ, 9 ივლისს გაიმართება. გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა. უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 33 და დაშავდა 140 ადამიანი.    

მეტი...

“ბავშვთა საავადმყოფოებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“ – ჯასტინ ტრუდო

“ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს”, – ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „ეს საშინელებაა. ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“, – წერს ჯასტინ ტრუდო X-ზე. კანადის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ კანადის ერთგულება ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 33 ადამიანი დაიღუპა და 136 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს. კიევში რუსების თავდასხმის…

მეტი...

ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება

ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება. ინფორმაციას Axios-ი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატი“ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს. დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ჩვენ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ კონვენციამდე 42 და არჩევნებამდე 119 დღე გვაქვს. კითხვა, თუ როგორ წავიდეთ წინ, უკვე ერთ კვირაზე მეტია კარგად გაჟღერდა და დროა ეს დასრულდეს“, – წერს ჯო ბაიდენი კონგრესმენებს. ჯო ბაიდენი წერილში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ გამოთქმულ შეშფოთებას არ უგულებელყოფს, მაგრამ, მისივე თქმით, მან პრაიმერიზში გაიმარჯვა და „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩევლებმა თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს.

მეტი...

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კვლავ ვილი სანიოლი იქნება

„ვილი სანიოლი არსად არ მიდის და საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე ისევ ფრანგი სპეციალისტი უხელმძღვანელებს“- ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა. კობიაშვილის ინფორმაციით, თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია. „ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და საქართველოს ნაკრებში მუშაობას აგრძელებს. მასთან სამომავლო გეგმებზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის საქართველოს ნაკრებში დარჩეს. მისი პოზიციაც ვიცით. ვილი საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს და ჩვენთან ერთად სამომავლო გეგმები აქვს. ამას დეტალურად უახლოეს მომავალში ერთად განვიხილავთ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა. საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოს…

მეტი...

პოლონეთის სიახლოვეს ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს

პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები  დაიწყეს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები სახელწოდებით, „არწივის თავდასხმა“ ქალაქ ბრესტის ბაზაზე მიმდინარეობს. ანტიტერორისტული წვრთნების დროს ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ივარჯიშებენ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებში. ბრესტში სამხედრო წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება.

მეტი...

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს სამიტს დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ, განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი (არარატ) მირზოიანი ნატო-ს პარტნიორებთან ერთად ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

მეტი...

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაღუპულებსა და დაშავებულებზე მონაცემები განაახლა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მონაცემები განაახლა. უწყების ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 33 და დაშავდა 140 ადამიანი. ამავე ცნობით, კიევში დაიღუპა 22 ადამიანი, დნეპროპეტროვსკის რაიონში  კი 11. 140 დაჭრილიდან – 74 კიევში, ორი კიევის ოლქში, 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 19 ადამიანი – 11 კიევში და 8 დნეპროპეტროვსკის რეგიონში; სავარაუდოდ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან დაბომბვების ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ნანგრევებში კიდევ ეძებენ ადამიანებს.

მეტი...

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ”- კარპენტერი

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ“ – ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ მიღებული კანონი საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს. „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან“ – აცხადებს კარპენტერი. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით.  

მეტი...

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, 40 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე, 75 ადამიანი დაშავდა ისრაელის თავდასხმების გამო. ისრაელის არმია სპეცოპერაციას აგრძელებს ქალაქ ღაზის შუჯაიას რაიონში, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში „ჰამასის“ 30 მებრძოლი მოკლეს. ასევე, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში ორი სარაკეტო გამშვების წინააღმდეგ. 7 ოქტომბრის შემდეგ, არაბულ ანკლავში მსხვერპლის რიცხვი 38 193-ს აღწევს, 87 903 კი დაშავდა. არსებული მონაცემებით, დაღუპულთა შორის 15 983 ბავშვი და 10 637 ქალია.

მეტი...

„შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს, მაგრამ თქვენზე ჭკვიანი იყოს“- „გლოვოს“ დაჭრილ კურიერს სოლიდარობა გამოუცხადეს

„გლოვოს“ კურიერებმა დაჭრილ თანამშრომელს სოლიდარობა გამოუცხადეს და ერთგვარი პერფორმანისც მოაწყვეს. მათ ერთი ბოთლი ლუდი იმ ადგილას მიიტანეს, სადაც მათი კოლეგა დაჭრეს. როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი ფაქტების გამო ადამიანებს  ამ სამსახურში  მუშაობის დაწყების არ უნდა ეშინოდეთ. „სიმბოლურად მოვიტანეთ ერთი ბოთლი ლუდი. ამის გამო ლამის კაცი მოკლეს და ამბობენ პნევმატური იყოო ნასროლი. სულელი არავინ არაა. შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს, მაგრამ თქვენზე ჭკვიანი იყოს და თქვენზე მეტი იცოდეს“- ამბობენ „გლოვოს“ კურიერები. ცნობისთვის, “გლოვოს” კურიერს თემო სიგუას თბილისში თავს, იმის გამო დაესხნენ, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ამ…

მეტი...

„ანგელა მერკელი კანცლერი რომ ყოფილიყო, პუტინი ომს არ დაიწყებდა“ – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც უფრო მეტი იცის რუსეთის შესახებ, ვიდრე უნგრელებმა და თავად. „ვიცი, რომ რუსები განსხვავდებიან ჩვენგან, განსხვავებული ინსტინქტები და შეხედულებები აქვთ. განსხვავებული კულტურა, თავისუფლების განსხვავებული გაგება და ასევე განსხვავებული გაგება აქვთ ეროვნული სუვერენიტეტის. მერკელი იცნობდა მათ. ის რომ კანცლერი ყოფილიყო, პუტინი ამ ომს არ დაიწყებდა. მას არ ესმოდა ლიბერალური დემოკრატია რუსეთში და დასავლელი ხალხის სულელური მიდგომები“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე ერთი ნომრით წარდგებიან

„ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა ასევე იქნებიან – გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი. „სხვა პარტიებმა თუ ვერ შეძლეს ამ ეტაპზე გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა. ეს არის ის, რითაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ჩვენ გვაძლევს ძალას. ახლა ჩვენი ვალია, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“- განაცხადა ბოკუჩავამ. ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით წარდგება.…

მეტი...

„ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს,  რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შუამავლები შეიძლება ,მხოლოდ ისეთ მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი ან ევროკავშირი. „არ ვიცოდი, რომ მოსკოვში მიდიოდა. ეს მისი დამოუკიდებელი არჩევანია. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ის იყოს შუამავალი. რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა არ არსებობს. მხოლოდ სერიოზული, ძლიერი მოკავშირეები შეიძლება, იყვნენ შუამავლები“ – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, შუამავალი უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და უნდა ჰქონდეს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე ან უნდა ჰყავდეს უფრო ძლიერი…

მეტი...

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სასტიკ თავდასხმას“ – ზურაბიშვილი

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, რომლის…

მეტი...

კიევში ცხრა ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადეს. ამის შესახებ, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ არხზე წერს. 9 ივლისს ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება და ნებისმიერი გასართობი ღონისძიება აიკრძალება. რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბილია, ბავშვა საავადმყოფო და სამშობიარო. დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი.

მეტი...

ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს მის ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, ხოლო პუტინს თავდასხმების ბრძანების გაცემისთვის. ყოველ ჯერზე, მასთან მშვიდობის განხილვის მცდელობებს, რუსეთი სახლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებით პასუხობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.

მეტი...

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“ – წერს ნარენდრა მოდი X-ზე. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის კავშირების განმტკიცება ორივე ქვეყნის ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ნარენდრა მოდის შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ, 9 ივლისს გაიმართება.

მეტი...

„ოხმადეტის ბავშვთა საავადმყოფოზე, არის საშინელი თავდასხმა უკრაინელ მოქალაქეებზე“-  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბირიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ ლამი კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. მინისტრი ამბობს, რომ უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევია. “რუსეთის შეტევა კიევში, ოხმადეტის ბავშვთა საავადმყოფოზე, არის საშინელი თავდასხმა უკრაინელ მოქალაქეებზე. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა. უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უყევია. პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ” – წერს დეივიდ ლამი X – ზე. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიევსა და უკრაინის ქალაქებში – ბოლო მონაცემები

მეტი...

ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. შემთხვევის დროს 35 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ადგილობრივების  ინფორმაციით, 24 წლის, კაცი  რომელმაც ქალზე იძალადა სოფელში დასასვენებლად, ნათესავთან იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მეტი...

„გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო…

მეტი...

რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა, ნაპოვნია მტკიცებულებები – უკრაინის უსაფრთხოება

კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური [SBU] ავრცელებს. „ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, – აცხადებს დეპარტამენტი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ,,ოხმადეტზე” თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მეტი...

დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიევსა და უკრაინის ქალაქებში – ბოლო მონაცემები

უკრაინის შს მინისტრი, რუსი ოკუპანტების მიერ დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისათვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. ,,28 ადამიანი დაიღუპა: 11 – დნეპროპეტროვსკის ოლქში, 17 – კიევში. დაშავდა 112 ადამიანი: 62 – დნეპროპეტროვსკის ოლქში, 48 – დედაქალაქში, 2 – კიევის ოლქში”, – განაცხადა იგორ კლიმენკომ. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა 50-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ბიზნეს ცენტრი და ორი სამედიცინო დაწესებულება, ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო. ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდა და არ არის გამორიცხული დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს…

მეტი...

,,რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს” – ბორელი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

,,რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს”, – წერს X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება. ,,რუსეთი მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო ,,ოხმატდეტი” განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს”, – წერს ბორელი

მეტი...

უკრაინაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი თავდასხმის დროს, რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 30 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას ფრთოსანი, ბალისტიკური, საჰაერო ბალისტიკური და მართვადი რაკეტები გამოიყენა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაშავდა, განაცხადა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, მათგან 7 ბავშვია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად. კიევის გარდა თავდასხმა იყო ქალაქებზე – დნიპროს, კრივი რიჰი, დონეცკის ოლქის ქალაქები. პოლონეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო ცნობებით, ჯამში დაღუპულია 27 ადამიანი და დაშავებულია…

მეტი...

რუსეთმა კიევში სამშობიაროც დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევში ამჯერად სამშობიარო დაბომბა. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამ დროისათვის ცნობილია 4 დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ. შეგახსენებთ, რომ რუსებმა დღეს დილიდან სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 35-მდე ადამიანი, თუმცა ნანგრევებში სავარაუდოდ კიდევ არიან ადამიანები და მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის გაზრდა. კიევის გარდა, რუსული რაკეტების სამიზნე გახდა დნიპრო, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის” – ლანდსბერგისი

,,პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს და რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება. ,,პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები”, – წერს მინისტრი.

მეტი...

პოლონეთმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა, ვარშავაში, უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინა და პოლონეთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ასევე, პირობა დადეს, რომ ,,მჭიდროდ ითანამშრომლებენ უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის საქმეში”. შეთანხმების მიხედვით, 2024 წელს პოლონეთი უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარების პაკეტს და გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ვარშავა განიხილავს მიგ-29-ის მინიმუმ ერთი დამატებითი ესკადრილიის (მინიმუმ 14 გამანადგურებელი) უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობას. ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში, დღეს, 8 ივლისს ჩავიდა. ვაშინგტონში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. პოლონეთი დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებიდან ბოლოა,…

მეტი...

საპროკურორო საბჭომ დღეს გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა

2024 წლის 8 ივლისს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირს, გიორგი გაბიტაშვილს გაესაუბრა. გაბიტაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზეა. მას მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. ,,დღეს, პროკურორი არის დამოუკიდებელი ეს შემიძლია გითხრათ ცალსახად. პროკურორი გამომძიებელთან ერთად, დამოუკიდებლად გეგმავს კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობას, თავად წყვეტს, თუ რა საჭირო შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რა კვალიფიკაციით დაიწყოს დევნა, ან საერთოდ შეწყვიტოს საქმეზე გამოძიება, თუმცა კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა ზემდგომი პროკურორის მონაწილეობა”, – თქვა გაბიტაშვილმა გასაუბრების დროს. გაბიტაშვილი კითხვაზე, გენერალურ პროკურორად არჩევის…

მეტი...

უეფა-ს მიერ თურქი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უეფა-ს მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქი ფეხბურთელის მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ევროპის ჩემპიონატს სერიოზული ზიანი მიაყენა. „დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ეს არის თურქეთის, როგორც ერის დასჯა. საუკეთესო ჯილდო ამისთვის იქნებოდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ წინაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028…

მეტი...

რუსეთის მტკიცებით, კიევში ნგრევა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა. უწყების ცნობით, სამიზნე ,,უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები” და ,,უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები” იყო. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის განცხადებები სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ სარაკეტო თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ,,კიევიდან არაერთი გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო კადრები ნათლად ადასტურებს ქალაქში საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან გაშვებული უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ კიევის რეჟიმის მსგავსი ისტერიკა რამდენიმე წელია და ყოველ ჯერზე ხდება მათი პატრონების NATO-ს მორიგი შეხვედრის (სამიტის) წინა დღეს. ასეთი პროვოკაციების მიზანია კიევის რეჟიმის შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა და ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინამდე”,…

მეტი...

,,ნატოში უკრაინის გაწევრიანების წინაპირობა რუსეთთან ომში გამარჯვებაა” – სტოლტენბერგი

,,ნატოში უკრაინის გაწევრიანების წინაპირობა რუსეთთან ომში გამარჯვებაა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, CBS News-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა ომშია და სწორედ ამიტომაც ვარაუდობს, რომ ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესს შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მშვიდობისაკენ მისასვლელი ერთადერთი გზა არის პუტინის დარწმუნება, რომ ის ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.

მეტი...

ინდონეზიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18-ს კი ამ დრომდე ეძებენ

ინდონეზიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18-ს კი ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსლავესის კუნძულზე მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში ოქროს არალეგალური საბადო და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მოექცა. ასევე, მეწყერმა დააზიანა რეგიონთან დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სამძებრო სამაშველო სამუშაოები გართულებულია.

მეტი...

რუსებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს – ნანგრევების ქვეშ მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ

რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი. ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე დედაქალაქ კიევში მდებარე საცხოვრებელი შენობები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა. წინასწარი ცნობებით, სარაკეტო იერიშის დროს 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. მსხვერპლია ქალაქ კრივირიჰსა და პორკოვსკშიც. ,,ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებულნი არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში”, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მიზანმიმართულად დაესხა თავს. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი ავრცელებს…

მეტი...

მაკრონმა გაბრიელ ატალს სთხოვა ამ ეტაპზე პრემიერის თანამდებობაზე დარჩეს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღო პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის თხოვნა გადადგომის შესახებ. მაკრონმა გაბრიელ ატალს სთხოვა ამ ეტაპზე თანამდებობაზე დარჩეს, რათა „უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა“. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაბრიელ ატალს ევროპული და საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. საფრანგეთის პრემიერმა კვირას განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართავს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს. მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ჟან-ლუკ…

მეტი...