წელს, საპატიო თბილისელის ჯილდო 25-მა მოქალაქემ მიიღო

საქართველოს დედაქალაქში დიდი ზეიმია.  მთელი ქალაქი აჭრელებულია ლამაზ-ლამაზი ფერებით, სანახაობებით, შემოდგომის ნობათით. ქუჩებში, იმართება კონცერტები და ლამაზი წარმოდგენები.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებაც გაიმართა, სადაც თბილისის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.

თბილისობა ტრადიციული დღესასწაულია, ის სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაულად ითვლება. ყოველ თბილისობაზე თბილისი საოცრად ლამაზია.

„დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოფიციალურ მიღებაზე.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ

კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და

სპორტსმენი; მერაბ კილაძე – ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი,

ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი,

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია –

რეჟისორი; გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა

სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე –

პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე

მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე – მწვრთნელი,

სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი; გურამ

ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა

ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი,

პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი,

მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი;

გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;

ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი; გურამ

კალანდაძე – გეოლოგი; ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ

გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე – მხატვარი;

ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

დაჯილდოვების ღონისძიების შემდეგ კი თბილისი ცა ფეიერვერკებით განათდა.

 

მსგავსი თემები