,,ნატოში უკრაინის გაწევრიანების წინაპირობა რუსეთთან ომში გამარჯვებაა” – სტოლტენბერგი

,,ნატოში უკრაინის გაწევრიანების წინაპირობა რუსეთთან ომში გამარჯვებაა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, CBS News-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა ომშია და სწორედ ამიტომაც ვარაუდობს, რომ ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესს შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მშვიდობისაკენ მისასვლელი ერთადერთი გზა არის პუტინის დარწმუნება, რომ ის ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.

მსგავსი თემები