ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. შემთხვევის დროს 35 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ადგილობრივების  ინფორმაციით, 24 წლის, კაცი  რომელმაც ქალზე იძალადა სოფელში დასასვენებლად, ნათესავთან იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები