უკრაინაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი თავდასხმის დროს, რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 30 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას ფრთოსანი, ბალისტიკური, საჰაერო ბალისტიკური და მართვადი რაკეტები გამოიყენა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა.

კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაშავდა, განაცხადა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, მათგან 7 ბავშვია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად.

კიევის გარდა თავდასხმა იყო ქალაქებზე – დნიპროს, კრივი რიჰი, დონეცკის ოლქის ქალაქები. პოლონეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო ცნობებით, ჯამში დაღუპულია 27 ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი.

მსგავსი თემები