,,პუტინმა უნდა წააგოს” – ლეიენი

,,რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ დაასრულოს უკრაინა, უკრაინა კი იმისთვის, რომ დაასრულოს ომი”, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ბერლინში, უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ. ,,რუსეთი იბრძვის წარსულისთვის, უკრაინა კი უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა კი თავს იცავს. არსად იმაზე უკეთ არ ჩანს ეს კონტრასტი, ვიდრე ბრძოლებით დაქანცულ ქალაქ ხარკოვში. ორი წლის წინ ხარკოვში ხალხმა განდევნა რუსეთის ჯარი და მას შემდეგ მათ არა მხოლოდ აღადგინეს, არამედ თავიდან გახსნეს თავიანთი კულტურული ცენტრების კარები, მოამზადეს გეგმა უფრო მწვანე…

მეტი...

,,უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ამ თვის ბოლოს დაიწყება. მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა ყველა საჭირო რეფორმის მოთხოვნა, რათა მას მიეცეს საშუალება გახდეს ბლოკის წევრი. შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია.

მეტი...

ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გამართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ ქ. ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. გარდა ამისა, მან მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სექტორის მუშაობის პრინციპები გააცნო და ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკაზე, როგორც მომავლის პროფესიაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება. პროექტი ხორციელდება…

მეტი...

მეწყრული კერები რიკოთზე – სპეციალისტები ზაფხულში ვითარების დამძიმებას პროგნოზირებენ

რიკოთზე არსებულ მძიმე და სახიფათო ვითარებასთან დაკავშირებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა მოძრაობის სპეციალური რეჟიმის შემოღება. მათი ვარაუდით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება ზაფხულის განმავლობაში, როდესაც გვალვა დაიწყება ,,ვშიშობ, რომ ზაფხული პერიოდში გვექნება უფრო მძიმე პერიოდი, როცა დაიწყება გვალვების სეზონი და დაიწყება ინტენსიური აორთქლება, მიწა დაიწყებს დაშლას უფრო მეტად. ერთ პატარა წვიმაზე შეძლება ძალიან დიდი ღვარცოფული, უფრო სწორად ნაკადი წარმოიშვას მიწის ზედაპირიდან, ამიტომ ვქორობ, რომ გარკვეული რეჟიმის შემოღება გადაკვეთასთან დაკავშირებით რიკოთის, არის აუცილებელი”, – ამბობს ნინო ჩხობაძე, მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რიკოთზე ძლიერი წვიმების შედეგად მორიგი მეწყერი ჩამოწვა, რამაც…

მეტი...

,,პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია” – დავით ბერძენიშვილი

,,რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მის შვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ის მომხდარის უკან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს: ,,ჯგრო პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე”, – წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი. ცნობისთვის, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ.

მეტი...

,,მაკრონმა თავის თავს მიხედოს” – შოთა ხაბარელი

,,მაკრონმა თავის თავს მიხედოს”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი შოთა ხაბარელი და ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიმღები 84 დეპუტატი ,,საქართველოს მომავლისთვის” მოქმედებს. ,,ჯერ მაკრონმა თავის თავს მიხედოს. ეხლა, როდესაც დილით გააკეთა სხვა განცხადება, თითს გვიქნევდა და საღამოს კიდე თვითონ გადააყენა პარლამენტი. ამერიკაში, ცოტა ხანში ვნახოთ როგორი განცხადებებიც გაკეთდება”, – ასე გამოეხმაურა ხაბარელი ბაიდენი-მაკრონის ერთობლივ განცხადებას.

მეტი...

,,ვინმე არის პასუხისმგებელი? თუ ჯარიმები მხოლოდ ახალგაზრდებზე ვრცელდება?” – პრეზიდენტი რიკოთის გზაზე

,,ვინმე არის პასუხისმგებელი? თუ ჯარიმები მხოლოდ ახალგაზრდებზე ვრცელდება?”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე და რიკოთის გზის ვიდეოს ავრცელებს, სადაც რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოვიდა. პრეზიდენტის თქმით, დღეს, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას კიდევ ერთხელ შეექმნა საფრთხე.

მეტი...

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნება. სხდომა წესით 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ამ წუთებში სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. თავდაპირველად რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, მეორედ  73-მა, კვორუმი 76-ია. ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ლელო” ბოიკოტის რეჟიმში არიან.

მეტი...

თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავებისას ოთხი პალესტინელი დაიღუპა

ქალაქ რამალას მახლობლად ისრაელის ძალების მიერ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს ოთხი პალესტინელი დაიღუპა. მოგვიანებით, შეტაკებების დროს დაიჭრა რამდენიმე პირი, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. „როიტერის“ ცნობით,  აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას  პალესტინელი ოფიციალური პირები ავრცელებენ. ამასთან, ისრაელის სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ადგილზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად მივიდნენ, რა დროსაც ოთხმა ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა მანქანით. პოლიციამ მანქანას ცეცხლი გაუხსნა და ეჭვმიტანილები მოკლა. პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის ძალებმა მანქანას ქალაქ რამალას მახლობლად მდებარე სოფელთან გაუხსნეს ცეცხლი. მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯარები მოგვიანებით სოფელში შევიდნენ, რის შემდეგაც შეტაკებების შედეგად…

მეტი...

,,უკრაინის დახმარების კონფერენციაზე გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” – პრემიერი

,,კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. „ჩვენ დღეს დავაფიქსირებთ საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ…

მეტი...

,,ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის” – კობახიძე

,,ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას,…

მეტი...

,,შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა” – ბერძენიშვილი

ზუკა ბერძენიშვილს თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა: ,,შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა, რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს ბიჭებო ყველა შენახული მყავხართ”, – წერს ბერძენიშვილი. ცნობისთვის, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ. ბერძენიშვილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი. ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა.

მეტი...

,,ევროპულმა საზოგადოებამ 10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა” – გურამ მაჭარაშვილი

,,10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა ევროპულმა საზოგადოებამ, რომელმაც უარი უთხრა ომს, სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროპელმა ხალხმა აირჩია მშვიდობა. „ევროპელმა ხალხმა თავიანთ მთავრობებს უთხრა, რომ თავიანთ სახელმწიფოებს მიხედონ. ეს მათი მხრიდან განაცხადი იყო. ევროპარლამენტში კონფიგურაცია როგორი იქნება, ამის მიუხედავად, ევროპულ საზოგადოებას თავისი განაცხადი უკვე ჰქონდა. ევროპელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული სახელმწიფოების ლიდერებმა უპირატეს ადგილზე უნდა დააყენონ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და არა სხვა ქვეყნის ან თუნდაც ნებისმიერი გაერთიანების ინტერესები. ამიტომაც უთხრა უარი და…

მეტი...

საფრანგეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ, „რენესანსმა“- 14.6%. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

ევროპაში რუსეთი-უკრაინის გაზსადენის მუშაობის შენარჩუნებაზე მსჯელობენ

ევროკავშირის წარმომადგენლები 2025 წელს რუსეთი-უკრაინის გაზსადენის მეშვეობით გაზის მიწოდების გაგრძელებაზე მსჯელობენ. Bloomberg-ის ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული კომპანიები აზერბაიჯანულ გაზს შეიძენენ, ევროპაში კი ის რუსული გაზსადენის მეშვეობით მოხვდება. „ასეთი შეთანხმება დაეხმარებოდა ევროპას თავიდან აიცილოს რუსული გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული უხერხულობა, იმ დროს როცა ის მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ცდილობს“, – აღნიშნულია სტატიაში. ავტორების აზრით, ასეთი პერსპექტივის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ეს უკრაინისთვის იქნება სასარგებლო. 2021 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზის ტრანზიტით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც ომით დანგრეული ეკონომიკის დაფინანსება უზრუნველყო. ამასთან, არსებობს…

მეტი...

იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას – საელჩო

იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში. „იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფიზიკურად სამი პირი გაუსწორდა. ,,შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს აქტივისტი, სალომე ბარკერი.

მეტი...

საქართველოდან ჩასულ არალეგალებს, აშშ-ში აღარ შეუშვებენ – ბაიდენი მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს

შეერთებული შტატები მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს. ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანაში არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ. რთულდება თავშესაფრის მიღების პროცედურებიც. არაოფიციალურად უკვე ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელთა მოქალაქეებიც ვეღარ გადაკვეთენ მექსიკიდან შეერთებული შტატების საზღვარს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე საქართველოა. ბაიდენის ახალმა განკარგულებამ საზღვრის არალეგალურად კვეთის დროს დაჭერილი ადამიანების დეპორტაცია უფრო მარტივი გახადა. ბრძანება ძალაში უკვე შევიდა და მაშინ გააქტიურდება, როცა კვირის განმავლობაში მიგრანტების დაკავების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 2500-ს გადასცდება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავშესაფარზე წვდომა იქნება შესაძლებელი მათთვის იქნება, ვინც შესაბამის აპლიკაციაზე დარეგისტრირდება, ან საზღვრის უკანონო კვეთის…

მეტი...

ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი ,,ადმირალი ლევჩენკო” იწვის

ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი ,,ადმირალი ლევჩენკო” იწვის. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული სამხედრო საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ავრცელებს. ,,მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორედ, დიდი წყალქვეშა გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ. ეს ხდება მაშინ, როდესაც “ზესახელმწიფო” იღებს სანქციებს უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მიკოლაევში წარმოებული ძრავების მართვას. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა. თქვენი სწავლება მშვენივრად მიდის, ბიჭებო, არ გაჩერდეთ”, – წერს პლეტენჩუკი.

მეტი...

ბიბილოვის პარტია აცხადებს, რომ ,,არჩევნები” გაყალბდა და ,,პარლამენტში” არ შევა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ,,ექს-პრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია უარს ამბობს ახალ ,,პარლამენტში” მუშაობაზე „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგები არ გამოქვეყნდება“. პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ უკვე წარადგინა განცხადება ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ,,არჩევნების” დროს, მასობრივ დარღვევებზე საუბრობს. პარტია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვაზე მიუთითებს. „ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბანზე, 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალურად შეცვალა მელანი, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ შედეგების აღიარება არის დანაშაული და ღალატი ჩვენი ხალხის მიმართ. მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვლადიკავკაზის უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას“,…

მეტი...

თავი აარიდა სახელმწიფოს კუთვნილი 3 098 967 ლარის გადასახადს – დაკავებულია ერთი ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავს. მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 3 098 967 ლარის გადასახადს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადას – 3 098 967 ლარის ოდენობით”, – წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

,,მაკრონის პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი” – ალუდა ღუდუშაური

,,მაკრონის პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის არჩევნებზე. ,,აქ მთავარი, მე მგონი, არის ის, რომ ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს და უპირველეს ყოვლისა ევროპის პოლიტიკის შემქმნელებმა. როგორც ჩანს, მათ გარკვეულწილად ევროპის მოსახლეობის პულსიდან ხელი აიღეს გარკვეულმა ჯგუფებმა. ის რასაც ულტრალიბერალური ფრთა, თუ ასე ვთქვათ ხაზი, რომელიც დომინანტობდა, გარკვეულწილად ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში იქნა ფუნდამენტურად შეცვლილი. საფრანგეთში ხედავთ, რომ ბატონ მაკრონს მოუწია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 7 ივლისამდე, საფრანგეთს მოდი მივცეთ საშუალება, რომ დავასვენოთ ეს ხალხი, იმიტომ, რომ მათ თავის პრობლემები აქვთ. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ხმების…

მეტი...

შტატებმა გააუქმა აკრძალვა ,,აზოვის” მებრძოლების მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე – WP

Washington Post ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა აკრძალვა ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებაზე უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა “აზოვისთვის”. გამოცემის ცნობით, ათწლეულის განმავლობაში მოქმედი აკრძალვა ამერიკული წვრთნისა და იარაღის გამოყენებაზე მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახალი ანალიზით არ აღმოჩნდა მტკიცებულება დანაყოფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ეს არის კანონი, რომელიც კრძალავს აშშ-ს სამხედრო დახმარების გაწევას უცხოური ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა. მას ეწოდა ყოფილი სენატორის პატრიკ ლეაჰის სახელი. დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი თქვა ესაუბრა იმაზე, თუ როდის მოიხსნა აკრძალვა და მიაღწია თუ…

მეტი...

ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე დღეს, 9 საათით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ32 მონაკვეთის გავლით.

მეტი...

ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში რუსული ,,სუ-34″ ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების “სუ-34” ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟი დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ცნობილია, რომ ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა და ბომბდამშენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

მეტი...

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა თავისი პირველი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ისრაელსა და “ჰამასს” შორის, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა. აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუცია ასახავს სამფაზიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღწერა, როგორც ისრაელის ინიციატივა. “ჰამასმა” განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს შუამავლებთან გეგმის პრინციპების განხორციელების საკითხში. ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი გეგმა ითვალისწინებს მეტი მძევლის გათავისუფლებას და საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებას, რომელიც გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება მეორე ფაზაზე მოლაპარაკებას, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მძევლის გათავისუფლებას, “ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ღაზიდან” და “საომარი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას”. მესამე ეტაპი ღაზას რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს საღამოს ბერლინში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფორენეციაში და მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსული “საჰაერო ტერორის პირობებში”, გადაუდებელი გადაწყვეტილებები უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ,,ჩვენ ვისაუბრებთ ოლაფ შოლცთან შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ”, – დაწერა ზელენსკიმ. როგორც უკრაინის ლიდერმა განაცხადა, აპირებს შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნიან.

მეტი...

მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა  დახმარებას ითხოვს

განადგურებულია ხეხილის ბაღები, ვენახი და ყანები. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შეუქმნა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებს. დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. ქარმა ათამდე სახლს სახურავი გადახადა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, წელს შემოსავალს ვერ აიღებენ, რადგან სტიქიამ ყველაფერი გაანადგურა. „პომიდორი, ლობი, სიმინდი – ყანა მქონდა ძვირფასი.  ვენახი – არაფერი არ ვარგა. მიწაზე გაასწორა ყველაფერი“- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. ადგილობრივები ამბობენ, მათი იმედი წელს ვენახი იყო, რაც სტიქიამ სრულად გაანადგურა. „დაანგრია სახლები, ახადა ჭერი. გაგვიფუჭა მანქანა. სასწაული ვენახები გვქონდა. ახალგაზრდა ოჯახი ვართ, ჩემს მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა, დავამარცხეთ სიმსივნე და ვენახზე ვიყავით შეჩერებული.…

მეტი...

“თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე”„- ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს. „რეგიონის მთავრობებისთვის ჩემი გზავნილია… თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე“, რომ „დიახ“ თქვას“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა კაიროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება საუკეთესო გზაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის.    

მეტი...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების კუთხით. გავრცელებული ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების გაფართოება, თავდაცვის, სამხედრო-სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

მეტი...

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი კიევში იმყოფება.ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.  შმიგალმა კაისა ოლონგრენს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „აღვნიშნე ნიდერლანდების ინიციატივა, პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ერთობლივი გადაცემის შესახებ. ასევე, ჩვენ F-16-ების სწრაფ მიღებას ველით, რაც ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დენის შმიგალმა. ასევე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების, ტექნოლოგიების გაცვლის, შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

მეტი...

მმართველი პარტიის  წევრის სახლის კედელზე წარწერა დატოვეს

„უხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი მეძმარიაშვილის სახლის კედელზე წარწერა დატოვეს.  ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრი გელა ხასაია ავრცელებს. ე.წ „რუსული კანონის“ მხარდაჭერი გამო მოქალქეებმა უხერხული სიტუაცია შეუქმნეს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს.   ,,უნდა შეგრცხვეთ ყველგან” – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს (video)

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა

გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ღაზასა და რაფაჰს. ისრაელის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა ქალაქი დეირ ელ-ბალა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 124-ს მიაღწია, 84 712 კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცენტრალურ ღაზაში მოკლეს „ჰამასის“ მებრძოლები და გაანადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

“ევროპარლამენტში უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება”- პესკოვი

“ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება”- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი განცხადებით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება. „როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

„ვიქტორ ჯაფარიძესთან კამათის შემდეგ მარიამ წიწაკიშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა“- „გრასი“

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ინფორმაციით, მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას, რომელმაც აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. ასოციაცია მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება. ასევე გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც – ირინა გურგენაშვილს. „საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე – დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს…

მეტი...

შვედეთში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ არჩევნებს ეხმაურებიან

შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.  ამის შესახებ, შვედეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ამავე ცნობით, შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – წერს შვედეთის საგარეო საქნეთა სამინისტრო X-ზე.   „აშშ არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“  სამხრეთ ოსეთში“-ჯიმ ო’ბრაიენი

მეტი...