პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნება. სხდომა წესით 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ამ წუთებში სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. თავდაპირველად რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, მეორედ 73-მა, კვორუმი 76-ია.
ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ლელო” ბოიკოტის რეჟიმში არიან.