“ვამაყობ შენით, გიორგი” – “ლევანტეს” მიმართვა გიორგი ქოჩორაშვილს

“ვამაყობ შენით, გიორგი” – ასე ეხმაურება ესპანური საფეხბურთო კლუბი “ლევანტე” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. “ლევანტე” სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს გამოხატავს.

მეტი...

“აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ”- კალაძე

„დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“ – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს. მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატებები უსურვა. „მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა აგვეღო. თუმცა, სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დოლოგანთან, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.  

მეტი...

„საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს“- შსს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 24 ივნისს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ გაძლიერდა სამართალდაცვითი ღონისძიებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში ტრეფიკინგის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები. „ანგარიშში  აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ…

მეტი...

“ქართველი ერის მისწრაფებები ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია” – ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯონ ბასი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ქართველი ერის მისწრაფებები “ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”. “ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი [ქართული] საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, ლუქსმებურგში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა. ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერი ტყუილში ამხილა. ბორელმა აღნიშნა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც , განაცხადა რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება.

მეტი...

„პორტუგალია ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს“- ზივზივაძე

„პორტუგალია კლასით მაგარი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი თამაშით წარმატებებს მივაღწიოთ“- ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე. ზივზივაძემ ჩეხეთთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ფიზიკურად ძლიერი იყო. „დავიწყებ იმით, რომ მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში და გვგულშემატკივრობს. მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ. ორი განსხვავებული თამაში იყო. თურქეთი ტექნიკური გუნდია, ვიდრე ჩეხეთი. ჩეხეთი ფიზიკურად უფრო ძლიერია და რაღაც მომენტებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლები. ის გოლი, რომელიც მივიღეთ, ამას მოჰყვა. თუმცა…

მეტი...

დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მომხდარის შედეგად კი, საერთო ჯამში, 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, შვიდი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოგიერთი დაშავებული მკურნალობის გასაგრძელებლად, შესაძლოა, დაღესტნის ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ. დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირი. შეიარაღებული პირები 23 ივნისს დაღესტანის ქალაქ მახაჩყალაში და ქალაქ დერბენტში თავს დაესხნენ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციის საგუშაგოს. დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.  

მეტი...

„კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“ – მდინარაძე

“გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს. ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ივანიშვილის გუნდის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას რუსულს ეძახის, რაც მისი  განცხადებით მთავრობის დაკომპლექსების მცდელობაა. „რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე და თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე, როგორც კანადამ, საფრანგეთმა, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ჩვენი დასჯა. რომელიმე თქვენგანს გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და „ვერ გახდება კანადა რუსეთის უკანა…

მეტი...

“მადლობა ყველაფრისთვის”- ცოტნე ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მათ მადლობას უხდის. ფოტოზე ცოტნე ივანიშვილთან ერთად, ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია არიან. „წარმატებები ჩვენს ბიჭებს და მადლობა ყველაფრისთვის” – წერს ცოტნე ივანიშვილი და ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მეტი...

“რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა?“ – ანრი ოხანაშვილი

„რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს“,-ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აშშ-ს მიერ მისი, შესაძლო დასანქცირების საკითხს. “რა სანქციის მეილი… რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა… არა, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს მე. [ჟურნალისტებმა მეილი შეამოწმეთ?] რავიცი, ვამოწმებ ძალინ ინტენსიურად. ბევრი მეილი მაქვს და ყველა ი-მეილს ვამოწმებ. მართლა? მერე გამოვიდნენ, თქვან, რამე უჭირთ თუ დამასანქცირეს? ყველა იმეილს ვამოწმებ რა თქმა უნდა რაც აქტუალურია ვამოწმებ… მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს… თქვენ ხომ დამნიშნეთ უკვე გენპროკურორად… საკითხი რაც დღის წესრიგში არ დგას, ვერ იქნება განხილული”- აცხადებს ოხანაშვილი.

მეტი...

„განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის„- ბორელი

“ჩვენ დებატები გვქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე ზედიზედ მეორედ განვიხილავთ საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკურ განვითარება, მათ შორის, გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ვწუხვართ, რომ იყო ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე, რომელიც ოფიციალური პირებისგან მოდიოდა”- ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. „ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას…

მეტი...

„ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა“- თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით,  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვედრებს მართავენ ევროპელ პოლიტიკოსებთან, რათა ევროკავშირში ქართველი ხალხის ინტერესები სრულფასოვნად იყოს დაცული. „ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე ასევე დგას საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ, რადგან დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის ევროკავშირში, რომ საქართველოს აქვს შანსი, გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ შანსს საქართველო და ქართველი ხალხი ვერ გამოიყენებს. ამიტომ ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების…

მეტი...

„ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით”- მდინარაძე

„ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენს მიერ მიღებულ კანონს“- ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციას სურს, რომ ცესკო-ში მათ პარტიულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება. „ახლა ასეთი მესიჯბოქსი დახვეწეს, ერთპარტიული ცესკო, როდესაც ცხრა პარტიაა, „ქართული ოცნება“ ერთ-ერთია იმ ცხრა პარტიას შორის. ცხრა პარტიის წარმომადგენლები პროფესიულ წევრებთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, აბსოლუტურად სპეკულაციურია ეს მესიჯი ჩვენი ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით დალაგებული. მათ უნდოდათ, რომ მათ პარტიულ წარმომადგენლებს დაებლოკათ გადაწყვეტილებები, ამ საშუალების არმიცემაზეა საუბარი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ კანონში…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა“- უილიამ კორტნი

„აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს“- წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სტატიაში „ქართული გამოვლენა“. კორტნი წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელმაც მისი სიტყვებით, თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა. „კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ჩრდილოვანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა. მისმა ნაბიჯმა, მიეღო რეპრესიული, რუსული სტილის კანონი, საზოგადოების ფართო პროტესტი გამოიწვია. დასავლეთს დახმარება მათზე სანქციების დაწესებით შეუძლია, ვინც ქართველებისთვის თავისუფლების წართმევას ცდილობს“ – წერს უილიამ კორტნი. ის ასევე შეეხო, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მიღებას. კორტნი წერს, რომ აღნიშნული კანონის მეშვეობით…

მეტი...

„ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ”- ო’ბრაიენი

„ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრაიენმა ამბობს, ოფიციალურ პირებთან დისკუსია გრძელდება და მათთან კომუნიკაციაში  საელჩო ძალიან აქტიურია. „სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის…

მეტი...

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს”- ჯიმ ო’ბრაიენი

“საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება”- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” ლიდერების ნაწილის გადაწყვეტილებებზე შეშფოთება გამთქვა. „საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და…

მეტი...

,,ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს EU-ს წევრობას” – კორტნი

,,ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნმა X-ზე დაწერა. ,,ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ავტორიტარული მმართველობის ამჟამინდელი ტალღა ქართველების ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს არ უარყოფს. ეს არც დასავლეთს დააბრკოლებს ამ ამბიციების მხარდაჭერაში”, – დაწერა კორტნიმ.

მეტი...

,,2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?” – ოქრიაშვილის პასუხი ,,ოცნების” პროპაგანდას

„აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში”, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და სახელისუფლებო პროპაგანდას პასუხობს: „აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. 1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს? 2. დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემი დეპუტატობის საკითხი და ჭორი ორ მილიონზე უფრო მნიშვნელოვანია,…

მეტი...

კუს ტბის ტერიტორიაზე, სადაც გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

კუს ტბის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ პროფესორ გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი, ჯერჯერობით, ექსპერტიზაზე არ გადაუსვენებიათ. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დამატებითი დეტალები უცნობია. გახელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. პროფესორ გიორგი გახელაძეს ბოლო 1 კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით ეძებდნენ.

მეტი...

მდინარის პირას ფეხი აუცურდა და წყალში ჩავარდა – უბედურ შემთხვევას სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. „მდინარის ტალღა შეეჯახა და ტრამვა მიიღო ძლიერი. გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერს ახლობელი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლამდე მამაკაცი დავით გვარმიანია. მას მდინარის პირას ფეხი აუცურდა და აბობოქრებულ მდინარეში ჩავარდა. ცხედარი ნაპოვნია და გადასვენებულია მისსავე საცხოვრებელ სახლში.

მეტი...

დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, დღეიდან თბილისში წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება – GWP

,,დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, 24 ივნისიდან თბილისში წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება,” – ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. ,,სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით. ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.…

მეტი...

სოფელ გაგიდაში, ზღვაში, ზუგდიდელი მოზარდი დაიხრჩო

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდაში 17 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. მოზარდი ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და სოფელ ინგირში ცხოვრობს. მას დედა ჰყავს დევნილი ოკუპირებულ სოფელ ბარღებიდან და სტუმრად სწორედ იქ, ბაბუასთან იმყოფებოდა. მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა. ცხედარი ამ დროისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დამატებითი დეტალები უცნობია. გახელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, მისმა მეუღლემ გაავრცელა. პროფესორ გიორგი გახელაძეს ბოლო 1 კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით ეძებდნენ. ,,აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!” – გიორგი გახელაძის მეუღლე

მეტი...

,,აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!” – გიორგი გახელაძის მეუღლე

,,აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!”, – წერს ფეისბუქზე გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე. დეტალები ამ დროისათვის უცნობია. პროფესორ გიორგი გახელაძეს თბილისის მასშტაბით 19 ივნისიდან ეძებდნენ.

მეტი...

რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე EU-ში წვდომა შეიზღუდება, სანქცირებულია კადიროვის დედა – სანქციების მე-14 პაკეტის დეტალები

ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე. გამოქვეყნდა სანქცირებული იურიდიული და ფიზიკური პირების სახელები, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორგანიზებაში და მხარს უჭერენ ამ აგრესიას. სანქცირებულთა შორის არიან : მედია მენეჯერი არამ გაბრილიანოვი, მომღერალი იაროსლავ დრონოვი (შამანი), მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი და ტელეწამყვანი მარია კისელევა, მომღერალი პოლინა გაგარინა, მედია მენეჯერი ალექსეი გორესლავსკი, მსახიობი, მღვდელი და საზოგადო მოღვაწე ივან ოხლობისტინი, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ვადიმ იაკოვენკო, ჩეჩნეთის ლიდერისმ რამზან კადიროვის დედა, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოთა მდივანი დიმიტრი მეზენცევი, ბიზნესმენები იგორ ალტუშკინი, ტაიმურაზ…

მეტი...

თბილისში 39 წლის კაცს ეძებენ

თბილისში 39 წლის მამაკაცს ეძებენ. ლევან ახალკაციშვილი 19 ივნისს, 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალკაციშვილს ხელში ეჭირა სპორტული ჩანთა. 39 წლის ლევან ახალკაციშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე – 5 55 96 39 08.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვეტოს უყურებს, როგორც გართობას” – რატი იონათამიშვილი

,,სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარტიული პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრეზიდენტი ვეტოს საკითხს, როგორც გართობას ისე უყურებს. ,,სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვეტოს უყურებს, როგორც გართობას და ის ერთობა ამ საკითხებით. ეს არის მიუღებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი მას გააჩნია, რომელიც სავსეა პასუხისმგებლობებით და არა გართობით. ამას იყენებს ის უღირსად და უშინაარსოდ. ეს არის მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ასეთი მაღალი პოზიცია უკავია. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარტიული პრეზიდენტი. ამ…

მეტი...

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი (გიგა) დევდარიანი. გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გაიმართება სამშაბათს 25 ივნისს. 16 :00 სთ-დან 20:00 სთ-მდე მისამართზე: Big apple funeral: 323 avenue U . Brooklyn NY 11223“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

მეტი...

,,ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ” – ომბუდსმენი გახშირებულ თავდასხმებზე

,,ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, სამოქალაქო აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებზე. ,,საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან და რომელთა სახელების და გვარების იდენტიფიცირება რთული არ არის. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს. ნებისმიერი ასეთი ქმედება უკუკავშირს იწვევს და ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას ჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული”, – ამბობს ომბუდსმენი.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს” – ბრაჟე

,,საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს”, – ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე. ,,საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს დაბრკოლებას უქმნის, გზავნილი მიიღოს. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობა კი ამ პროცესს ხელს უშლის. კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანას მიეცა წინასწარ, გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ პირობებს”, – განაცხადა ბრაჟემ.

მეტი...

,,EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპექტივა, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს” – ოქრიაშვილი

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპექტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს!”, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, პედაგოგებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით: ,,განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაში ნახტომი კი არა, გარღვევა აქვთ. თუმცა, მათივე მონაცემებით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 230 ლარს შეადგენს და ივლისიდან უნდა გაიზარდოს. ამ თანხით საქართველოში ღირსეულად ცხოვრებაც შეუძლებელია, პერსპექტივაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ეს მაშინ, როცა ესტონეთში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ევროს აღემატება, ლიეტუვაში ოდნავ…

მეტი...

,,პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას” – ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივა მედში” მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტებთან შედარებით, ის ,,უკეთესად გამოიყურება”. იოსელიანის თქმით, ის წელიწადში ერთხელ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობს და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საჭიროებებით ინტერესდება. ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას, იოსელიანი ამბობს, რომ ,,ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”. მისივე თქმით, შეხვედრა მოკლე იყო და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა.

მეტი...

ევროსაბჭომ ხუთშაბათს საქართველოზე დებატები ჩანიშნა

ევროსაბჭოში ხუთშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება. როგორც ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურიდან ავრცელებს ინფორმაციას, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გივი მიქანაძის წინააღმდეგობისა, რომელიც დებატების გაუქმებას ითხოვდა, 92 მომხრე, 17-ის წინააღმდეგ, დებატების გამართვის საკითხი, მაინც დადებითად გადაწყდა: ,,92 მომხრე. 17 წინააღმდეგი. მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლის გივი მიქანაძის ჯაფისა და შუამდგომლობისა ევროსაბჭოსთან რომელიც ითხოვდა საქართველოზე დებატების გაუქმებას, მოტივით რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ნიშნავს ეს ევროპის მხრიდანო) – ევროსაბჭოში ხუთშაბათს გაიმართება დიდი დებატები საქართველოზე!”, – წერს წითლიძე.

მეტი...

აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და სახის, ხელის და ყელის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება. გაფრინდაშვილი მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს, რომელიც სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკავშირდება. ,,იმის შემდეგ რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია ჯორჯიან მანგანეზის წინააღდმეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს ( ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული…

მეტი...

,,კრემლს არ ეშინია 2000-იანი წლების ვითარებაში დაბრუნების” – პესკოვი დაღესტანზე

,,კრემლს არ ეშინია 2000-იანი წლების ვითარებაში დაბრუნების”, – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დაღესტანში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. კითხვაზე, დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, ეშინია თუ არა კრემლს იმ სიტუაციის განმეორების, რაც ქვეყანაში 2000-იანი წლების დასაწყისში იყო? პესკოვი პასუხობს, რომ ,,არა”: „არა, ახლა რუსეთი განსხვავებულია, საზოგადოება აბსოლუტურად კონსოლიდირებულია და ისეთ კრიმინალურ ტერორისტულ გამოვლინებებს, როგორიც გუშინ დაღესტანში ვნახეთ, საზოგადოება არ უჭერს მხარს არც რუსეთში და არც დაღესტანში“, – თქვა პესკოვმა შეგახსენებთ, რომ დაღესტნის ორ ქალაქში მაჰაჩყალასა და დერბენტში გუშინ, 23 ივნისს შეიარაღებული თავდასხმები მოხდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და…

მეტი...

,,დაე დავსანქცირდე” – ირაკლი ზარქუა

,,დაე დავსანქცირდე”, – აცხადებს დეპუტატი ზარქუა ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე საუბრისას. ,,სავარაუდოდ, ევროპაშიც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე დავსანქცირდე. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ის, რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”, – ამბობს ზარქუა.

მეტი...