დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მომხდარის შედეგად კი, საერთო ჯამში, 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, შვიდი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოგიერთი დაშავებული მკურნალობის გასაგრძელებლად, შესაძლოა, დაღესტნის ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ. დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირი.

შეიარაღებული პირები 23 ივნისს დაღესტანის ქალაქ მახაჩყალაში და ქალაქ დერბენტში თავს დაესხნენ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციის საგუშაგოს. დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

 

მსგავსი თემები