,,პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას” – ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივა მედში” მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტებთან შედარებით, ის ,,უკეთესად გამოიყურება”.

იოსელიანის თქმით, ის წელიწადში ერთხელ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობს და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საჭიროებებით ინტერესდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას, იოსელიანი ამბობს, რომ ,,ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”.

მისივე თქმით, შეხვედრა მოკლე იყო და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა.

მსგავსი თემები