ევროსაბჭომ ხუთშაბათს საქართველოზე დებატები ჩანიშნა

ევროსაბჭოში ხუთშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება. როგორც ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურიდან ავრცელებს ინფორმაციას, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გივი მიქანაძის წინააღმდეგობისა, რომელიც დებატების გაუქმებას ითხოვდა, 92 მომხრე, 17-ის წინააღმდეგ, დებატების გამართვის საკითხი, მაინც დადებითად გადაწყდა:

,,92 მომხრე.
17 წინააღმდეგი.
მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლის გივი მიქანაძის ჯაფისა და შუამდგომლობისა ევროსაბჭოსთან რომელიც ითხოვდა საქართველოზე დებატების გაუქმებას, მოტივით რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ნიშნავს ეს ევროპის მხრიდანო) – ევროსაბჭოში ხუთშაბათს გაიმართება დიდი დებატები საქართველოზე!”, – წერს წითლიძე.

მსგავსი თემები