უკრაინამ და აშშ-მ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ აშშ G7-ის ქვეყნებიდან ბოლო და ჯამში მე-17 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერა. დიდი შვიდეულის (G7) სამიტს წელს ფორუმის პრეზიდენტი ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. სამიტი ქალაქ ფასანოში 13 ივნისს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება.  

მეტი...

ადამიანის ქსოვილებისგან დამზადებული მინი-ტვინებით ,,ცოცხალი კომპიუტერი” შექმნეს

შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი FinalSpark აცხადებს, რომ შექმნა უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული. კომპანიაში ამ ქსოვილებს მინი-ტვინებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ,,ცოცხალ კომპიუტერს” სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ. ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის “მინი-ტვინებს” კომპიუტერული თამაში ასწავლეს და, აი, ახლა მკვლევრებს მასზე დისტანციური წვდომა ექნებათ. ამ მოწყობილობით ცდების ჩატარება შეეძლებათ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც როგორც წესი, დიდ რესურსებს მოითხოვს. ,,ბიოლოგიური გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნეირონებს ინფორმაციის დასამუშავებლად გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერებს. ნეირონები ამისთვის საშუალოდ მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ”, – წერს FinalSpark-ის მეცნიერი და სტრატეგიული მრჩეველი,…

მეტი...

„დიდი შვიდეული“ წლის ბოლომდე უკრაინას სესხების სახით დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ წლის ბოლომდე უკრაინას სესხების სახით დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „დიდი შვიდეული“ გამოიყენებს გაუთვალისწინებელ შემოსავალს რუსეთის სუვერენული აქტივებიდან სესხების დასაფარად.

მეტი...

გაუჩინარებულ 17 ავტომობილთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გაუჩინარებულ 17 ავტომობილთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, უწყება განცხადებას ავრცელებს: იხილეთ განცხადება: „გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული 17 სატრანსპორტო საშუალების შესახებ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე მოსაკვლევ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 15-ვე სატრანსპორტო საშუალების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა. კერძოდ, 15 სატრანსპორტო საშუალებიდან სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, 6 ერთეული გადაცემულია სახელმწიფო უწყებებზე.…

მეტი...

თბილისში 1 ადამიანი მოკლეს

თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცოტა ხნის წინ, სამურზაყანოს ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ძალადობის დამკვეთი ხელისუფლებაა, სოლიდარობა მოქალაქეებს – არასამთავრობოების განცხადება

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც მათი შეფასებით ,,ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ,,უკვე მეორე თვეა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს; სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ. გუშინ კიდევ ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი…

მეტი...

მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა

აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ლონდონმა გააფართოვა რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სანქციების სია და მას მოსკოვის ბირჟაც დაამატა. სანქცირებულია ასევე ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი (NSD), ასევე სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах. საერთო ჯამში, რეესტრი 42 ახალი პოზიციით შეივსო, მათ შორის 35 კომპანია და 7 ფიზიკური პირია. სანქცირებულთა შორისაა მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი, ასევე Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იაკუბ ზაკრიევი და Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი. „ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი…

მეტი...

,,ბალდაში არსებული მდგომარეობა საშიშ ფორმებს იღებს” – ომბუდსმენი

ომბუდსმენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა. ,,სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს. ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა…

მეტი...

უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და იაპონიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს. მისი თქმით, შეთანხმება უსაფრთხოების, თავდაცვისა და ჰუმანიტარულ სფეროებში დახმარებას და ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს. ,,შეთანხმება უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროებში და ჰუმანიტარულ დახმარებას, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას, ასევე მშვიდობის ფორმულაზე ერთობლივ ძალისხმევას მოიცავს. გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში. იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა”, –…

მეტი...

,,რუსების საზაფხულო შეტევა დაწყებულია, მაგრამ ვიმეორებ, არმაგედონი არ იქნება” – ბუდანოვი

,,ახლა უკრაინის ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა, გაზვიადება საჭირო არ არის, არმაგედონი არ იქნება”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა. მისი თქმით, ყველაზე რთულმა პერიოდმა უკვე გადაიარა და რუსების შეტევები აღარ არის ისეთი სერიოზული, როგორიც ადრე იყო. ბუდანოვის თქმით პუტინის საუბარი წითელ ხაზებზე მხოლოდ რიტორიკაა და რეალურად რუსეთს ვერანაირი წითელი ხაზები ვერ ექნება. ,,მე მესმის თქვენი მღელვარება. მიმაჩნია, რომ რთული პერიოდი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არმაგედონი არ იქნება, არ ინერვიულოთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. რუსების საზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია, მაგრამ მას…

მეტი...

სუფსაში, ნავთობმზიდი გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ნავთობმზიდი გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ნავთობმზიდის მძღოლი.

მეტი...

პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილმა ,,საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ,,დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს,…

მეტი...

იტალიაში ,,დიდი შვიდეულის” სამიტი დაიწყო

იტალიაში ,,დიდი შვიდეულის” სამიტი დაიწყო. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება. ,,G7 სამიტი. უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანი მშვიდობის აშკარა მხარდაჭერა. ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს და ვმატებთ ძალას ჩვენი სიცოცხლის დაცვას. ყოველი შეხვედრა ემსახურება იმ მიზანს, რომ უკრაინას გამარჯვების ახალი შესაძლებლობები მისცეს. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სამიტიდან ფოტოებს ავრცელებს.

მეტი...

ბალდაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ბალდაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. იხილეთ განცხადება: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა. ამ უნიკალურ კანიონზე, რომლის უდიდესი ნაწილი დღეს ვიზიტორთათვის მიუწვდომელია, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობა ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე, როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონის და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო. სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დანაშაულის ფაქტს,…

მეტი...

სპეცოპერაცია ზუგდიდში – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსა და სამხარეოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი ადგილობრივია, დანარჩენები კი სხვადასხვა რეგიონიდან არიან. ისინი ამ დროისთვის თბილისში გადაჰყავთ. სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ფაშინიანის განცხადების გამო ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს.  ინფორმაციას სომხური მედია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ანატოლი გლაზზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. „სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში“, – განაცხადა გლაზმა. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში აღარასდროს გაემგზავრება, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება.

მეტი...

„მარკ რუთე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება“ – ალექსანდრე სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუთე გახდება. „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუთე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. როგორც მან აღნიშნა, რუთეს არჩევა კარგი ნაბიჯი იქნება როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. „მას აქვს ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 13 წლის განმავლობაში იყო, დიდ პატივს სცემენ“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა. ინფორმაციისთვის, იენს სტოლტენბერგს ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილება წელს უმთავრდება. ნატო-ს გენერალური მდივანი წევრი ქვეყნების კონსენსუსით ირჩევა.

მეტი...

“ვერ აცნობიერებენ ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს ევროკავშირს”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში, სამთავრობათაშორისო სამიტზე იმყოფება. ერდოღანის განცხადებით, სამთავრობათაშორისო სამიტი ძირითადად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე იქნება ფოკუსირებული. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამიტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა თურქეთის მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და წუხილი გამოთქვა, რომ ზოგიერთი წევრი თურქეთის ამ გულწრფელ ნაბიჯებს ხელს უშლის. „ჩვენი გულწრფელი მცდელობის  მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ, ვერ აცნობიერებენ იმ დამატებით ღირებულებას, რომელსაც თურქეთი მოუტანს გაერთიანებას“, – განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე შეშფოთება გამოხატა „არჩევნების გავლენისა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკის აღზევების გამო“. „ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკის…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8693 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0991ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0834 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0157 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, ი.ბ.-მ გ.ხ.-ს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „აღნიშნულით განაწყენებული გ.ხ. შურისძიების მოტივით, ძმასთან ხ.გ.-სთან ერთად სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული გაემართა ი.ბ.-ს და მისი თანამოაზრეების მოსაძებნად, რა დროსაც გზად შეხვდა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს და მათ სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე ერთ-ერთ მათგანს – მ.ბ.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.…

მეტი...

„ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა დარღვევები 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს?”– სააკაშვილი პრეზიდენტზე

“პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და თვითონ იყო ამის მომსწრე. მინდა, ვიკითხო, ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს?”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გაერთიანების წერტილების სანახავად, უნდა შეძლონ მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა. „ამ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა. ქ-ნმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. რადგან ის ასე თვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ მინდა ვიკითხო და მიკვირს,…

მეტი...

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს. ამავე ცნობით, უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან გალილეისა და გოლანის მაღლობის მიმართულებით, ასევე გაუშვეს,  5 „საეჭვო საჰაერო ობიექტი“ რომელთაგან ისრაელის თავდაცვის სისტემამ 3 გაანადგურა. ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს წერილით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, ტერეზა რიბეიროს წერილით მიმართავს. პაპუაშვილის მიმართვა საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერებას ეხება. „წავიკითხე თქვენი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის მარტიდან მოქმედებს მედიის აკრედიტაციის წესი (წესი თან ერთვის წერილს). იგი ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნული წესი პარლამენტში ადგენს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს. ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მანამდე გაცემული ქაოტური ყოველდღიური ნებართვების ნაცვლად, წლიური სააკრედიტაციო ბარათების მქონე ჟურნალისტებს ახლა შესაძლებლობა…

მეტი...

„20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება“- გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით,  მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური მიმართულების იქნება. „ჩვენი პროფესიული პოლიტიკის ახალი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რომ ჩვენ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლების აღქმა და პრესტიჟი გაგვეზარდა. ვინაიდან ტერიტორიული გადაადგილება ამ ასაკის ბავშვებში მაინც სირთულეს წარმოადგენს, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლება შევიტანოთ სკოლებში. ეს არ არის არც მომზადება-გადამზადების პროგრამა, ეს არის იგივე სერტიფიცირებული საკვალიფიკაციო პროგრამები, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში. ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები“- აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ამილახვარის განცახდებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან…

მეტი...

ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ

რვა წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, წერილს ხელს აწერენ ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ითხოვენ, რომ რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ ქვეყნებშიც, სადაც ისინი აკრედიტებული არიან. „ერთ მასპინძელ სახელმწიფოში აკრედიტებული რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება ხელს უწყობს მავნე ქმედებებს“ – ნათქვამია წერილში, რომელიც, „როიტერის“ ინფორმაციით, 11 ივნისით თარიღდება.  

მეტი...

„27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ“- განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა. მინისტრის ინფორმაციით, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის: გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა – სახელმწიფო უნივერსიტეტების 5 000 წარმატებული სტუდენტი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300-ლარიან სტიპენდიას იღებს;  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ – ჯამში 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ.

მეტი...

“პრეზიდენტი ნაკრების წევრებს ჯილდოებს სექტემბერში გადასცემს”- ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. „არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების…

მეტი...

„რუსული კვალია, რადგან რუსებს აქვთ ასეთი მოწამვლის წესი“- მამუკა მამულაშვილი

ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი – ეს ის მომწამლავი ნივთიერებებია, რომელიც ქართველ მებრძოლს, მამუკა მამულაშვილს სისხლში აღმოაჩნდა. როგორც თავად მამულაშვილი ამბობს, შესაბამისი  ტესტი გერმანიაში გაუკეთეს. მისივე განმარტებით, მოწამვლას მძიმე დაზიანება არ მოჰყოლია,  მაგრამ შინაგან ორგანოებზე ჰქონდა გავლენა.  „ტესტი გამიკეთეს ახლა, რადგან უკრაინაში არ კეთდება და საჭირო იყო გერმანიაში გაკეთება. შედეგი მოვიდა და მომწამვლელი ნივთიერებები იპოვეს შიგნით. რთულია იმის თქმა, თუ სად მოხდა. ექიმებიც ვერ მეუბნებიან ამას. უბრალოდ დაშლის პროცესი აქვს ამ მომწამვლელ ნივთიერებებს. ერთს აქვს 20 დღე, მეორეს 70 დღე. სავარაუდოდ, ახლა უკვე უკუშედეგი აქვს. მძიმე დაზიანებები არ მოყვა, მაგრამ შინაგან ორგანოებზე ჰქონდა…

მეტი...

„უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება მოხდება“- განათლების მინისტრი

„დისტანციური სწავლება დაშვებული იქნება, როგორც ნაწილობრივი, ასევე სრულად ონლაინ სწავლება“– ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. მინისტრის ინფორმაციით, პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. პარლამენტში განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანონში გაჩნდება რეგულაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაფუძნებას.

მეტი...

„ეს დაწესებულება „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ სინამდვილეში არის სამარცხვინო“- ელისაშვილი

„ეს დაწესებულება „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას – დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ“- აცხადებს  “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.  მან  “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან” ბრიფინგი გამართა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, აღნიშნულ ორგანიზაციას ბრალი არავისთვის წარუდგენია.  „ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და…

მეტი...

„სასკოლო კვების პროგრამის მოდელი 1-2 თვის ფარგლებში გახდება ცნობილი“- განათლების მინისტრი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, “ქართული ოცნებაა”. “საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები, ამიტომ არ მინდა ვინსმეს თქმის საფუძველი დავუტოვოთ, რომ რაიმეზე თქმის საფუძველი არ გვაქვს. ისე დახატეს, თითქოს ჩვენს მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ…

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილი არის პირველი რადიკალი ქვეყანაში“ -კალაძე

„სალომე ზურაბიშვილი დღეს თავისი ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე არის პირველი რადიკალი ქვეყანაში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისის მერი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის, ასევე, „იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით ქვეყანაში არის წარმოდგენილი“. „ბოლო თვეების განმავლობაში ეს ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, რადიკალიზმი და ის ფაშისტური ქმედებები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. მათ ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით დღეს სადაც იმყოფებიან – ამაზე საუბრობს…

მეტი...

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს საერთაშორისო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტი შინაური ცხოველების ქცევის საკითხებში ჯენა კიდი ეწვია

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს საერთაშორისო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტი შინაური ცხოველების ქცევის საკითხებში ჯენა კიდი ეწვია. ექსპერტი საქართველოში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეციალური მოწვევითა და ორგანიზაცია – მეიჰიუ საქართველოს ჩართულობით იმყოფება. მისი ვიზიტი 4 დღეს გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ის სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებს. შეხვედრის პირველ დღეს ბრიტანელმა ექსპერტმა თავშესაფარი დაათვალიერა, მიმდინარე პროცესებს გაეცნო და თანამშრომლების მუშაობის პროცესს დააკვირდა, რომლის საფუძველზეც, ის მდგომარეობას შეაფასებს და როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტული მიმართულებებით, რეკომენდაციებს გასცემს. გარდა ამისა, ჯენა კიდი სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა მისამართზე გადაადგილდება და რეაგირების ღონისძისძიებებს აკვირდება. აღნიშნული აქტივობების მიზანს ცხოველების…

მეტი...

,,სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ისევ დეფიციტშია” – ონკოპაციენტები

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, სამ კვირაზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ონკოპაციენტების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი არ არის, მაგრამ, ისინი წამლებს ვერ შოულობენ, რის გამოც უგვიანდებათ მკურნალობა და ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები ექმნებათ. ონკოპაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ  მიუღიათ.

მეტი...

,,რუსმა ოკუპანტებმა ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოწამლეს” – არჩილ ხოფერია

უკრაინაში მებრძოლი, არჩილ ხოფერიას ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. ,,ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს”, – ამბობს არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

სემეკმა ახალ ჰიდროელექტროსადგურებზე წარმოების ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს. გარდა ამისა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიაზე“ (ხობი 2). კომპანიას დაევალა 6 თვის ვადაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ის ექსპლუატაციაში მიღებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის…

მეტი...