„სალომე ზურაბიშვილი არის პირველი რადიკალი ქვეყანაში“ -კალაძე

„სალომე ზურაბიშვილი დღეს თავისი ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე არის პირველი რადიკალი ქვეყანაში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისის მერი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის, ასევე, „იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით ქვეყანაში არის წარმოდგენილი“.

„ბოლო თვეების განმავლობაში ეს ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, რადიკალიზმი და ის ფაშისტური ქმედებები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. მათ ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით დღეს სადაც იმყოფებიან – ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ ამაზე, თავად სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს”- განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები