ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსა და სამხარეოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი ადგილობრივია, დანარჩენები კი სხვადასხვა რეგიონიდან არიან. ისინი ამ დროისთვის თბილისში გადაჰყავთ. სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.