„რუსული კვალია, რადგან რუსებს აქვთ ასეთი მოწამვლის წესი“- მამუკა მამულაშვილი

ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი – ეს ის მომწამლავი ნივთიერებებია, რომელიც ქართველ მებრძოლს, მამუკა მამულაშვილს სისხლში აღმოაჩნდა. როგორც თავად მამულაშვილი ამბობს, შესაბამისი  ტესტი გერმანიაში გაუკეთეს. მისივე განმარტებით, მოწამვლას მძიმე დაზიანება არ მოჰყოლია,  მაგრამ შინაგან ორგანოებზე ჰქონდა გავლენა.

 „ტესტი გამიკეთეს ახლა, რადგან უკრაინაში არ კეთდება და საჭირო იყო გერმანიაში გაკეთება. შედეგი მოვიდა და მომწამვლელი ნივთიერებები იპოვეს შიგნით. რთულია იმის თქმა, თუ სად მოხდა. ექიმებიც ვერ მეუბნებიან ამას. უბრალოდ დაშლის პროცესი აქვს ამ მომწამვლელ ნივთიერებებს. ერთს აქვს 20 დღე, მეორეს 70 დღე. სავარაუდოდ, ახლა უკვე უკუშედეგი აქვს. მძიმე დაზიანებები არ მოყვა, მაგრამ შინაგან ორგანოებზე ჰქონდა გავლენა. 5 თვის მანძილზე სად და ვისთან ერთად ვჭამე, რთულია ამის გამოკვლევა. მაგრამ ფაქტია, რომ რუსული კვალია, რადგან რუსებს აქვთ ასეთი მოწამვლის წესი” – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

,,რუსმა ოკუპანტებმა ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოწამლეს” – არჩილ ხოფერია

მსგავსი თემები