ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ

რვა წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, წერილს ხელს აწერენ ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ითხოვენ, რომ რუს დიპლომატებს გადაადგილება შეეზღუდოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ ქვეყნებშიც, სადაც ისინი აკრედიტებული არიან.

„ერთ მასპინძელ სახელმწიფოში აკრედიტებული რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება ხელს უწყობს მავნე ქმედებებს“ – ნათქვამია წერილში, რომელიც, „როიტერის“ ინფორმაციით, 11 ივნისით თარიღდება.

 

მსგავსი თემები