,,რუსების საზაფხულო შეტევა დაწყებულია, მაგრამ ვიმეორებ, არმაგედონი არ იქნება” – ბუდანოვი

,,ახლა უკრაინის ფრონტზე რთული პერიოდია, თუმცა, გაზვიადება საჭირო არ არის, არმაგედონი არ იქნება”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, ყველაზე რთულმა პერიოდმა უკვე გადაიარა და რუსების შეტევები აღარ არის ისეთი სერიოზული, როგორიც ადრე იყო. ბუდანოვის თქმით პუტინის საუბარი წითელ ხაზებზე მხოლოდ რიტორიკაა და რეალურად რუსეთს ვერანაირი წითელი ხაზები ვერ ექნება.

,,მე მესმის თქვენი მღელვარება. მიმაჩნია, რომ რთული პერიოდი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არმაგედონი არ იქნება, არ ინერვიულოთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. რუსების საზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია, მაგრამ მას აღარ აქვს მასშტაბები, რაც ადრე ჰქონდა”, – ამბობს ბუდანოვი ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები