„20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება“- გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით,  მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური მიმართულების იქნება.

„ჩვენი პროფესიული პოლიტიკის ახალი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რომ ჩვენ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლების აღქმა და პრესტიჟი გაგვეზარდა. ვინაიდან ტერიტორიული გადაადგილება ამ ასაკის ბავშვებში მაინც სირთულეს წარმოადგენს, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლება შევიტანოთ სკოლებში. ეს არ არის არც მომზადება-გადამზადების პროგრამა, ეს არის იგივე სერტიფიცირებული საკვალიფიკაციო პროგრამები, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში. ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები“- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარის განცახდებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

მსგავსი თემები