მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა

აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ლონდონმა გააფართოვა რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სანქციების სია და მას მოსკოვის ბირჟაც დაამატა.

სანქცირებულია ასევე ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი (NSD), ასევე სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах.

საერთო ჯამში, რეესტრი 42 ახალი პოზიციით შეივსო, მათ შორის 35 კომპანია და 7 ფიზიკური პირია. სანქცირებულთა შორისაა მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი, ასევე Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იაკუბ ზაკრიევი და Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი.

„ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები