,,სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ისევ დეფიციტშია” – ონკოპაციენტები

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, სამ კვირაზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ონკოპაციენტების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი არ არის, მაგრამ, ისინი წამლებს ვერ შოულობენ, რის გამოც უგვიანდებათ მკურნალობა და ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემები ექმნებათ.

ონკოპაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ  მიუღიათ.

მსგავსი თემები