მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა  დახმარებას ითხოვს

განადგურებულია ხეხილის ბაღები, ვენახი და ყანები. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შეუქმნა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებს. დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. ქარმა ათამდე სახლს სახურავი გადახადა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, წელს შემოსავალს ვერ აიღებენ, რადგან სტიქიამ ყველაფერი გაანადგურა. „პომიდორი, ლობი, სიმინდი – ყანა მქონდა ძვირფასი.  ვენახი – არაფერი არ ვარგა. მიწაზე გაასწორა ყველაფერი“- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. ადგილობრივები ამბობენ, მათი იმედი წელს ვენახი იყო, რაც სტიქიამ სრულად გაანადგურა. „დაანგრია სახლები, ახადა ჭერი. გაგვიფუჭა მანქანა. სასწაული ვენახები გვქონდა. ახალგაზრდა ოჯახი ვართ, ჩემს მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა, დავამარცხეთ სიმსივნე და ვენახზე ვიყავით შეჩერებული.…

მეტი...

“თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე”„- ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს. „რეგიონის მთავრობებისთვის ჩემი გზავნილია… თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე“, რომ „დიახ“ თქვას“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა კაიროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება საუკეთესო გზაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის.    

მეტი...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების კუთხით. გავრცელებული ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების გაფართოება, თავდაცვის, სამხედრო-სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

მეტი...

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი კიევში იმყოფება.ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.  შმიგალმა კაისა ოლონგრენს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „აღვნიშნე ნიდერლანდების ინიციატივა, პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ერთობლივი გადაცემის შესახებ. ასევე, ჩვენ F-16-ების სწრაფ მიღებას ველით, რაც ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დენის შმიგალმა. ასევე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების, ტექნოლოგიების გაცვლის, შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

მეტი...

მმართველი პარტიის  წევრის სახლის კედელზე წარწერა დატოვეს

„უხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი მეძმარიაშვილის სახლის კედელზე წარწერა დატოვეს.  ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრი გელა ხასაია ავრცელებს. ე.წ „რუსული კანონის“ მხარდაჭერი გამო მოქალქეებმა უხერხული სიტუაცია შეუქმნეს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს.   ,,უნდა შეგრცხვეთ ყველგან” – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს (video)

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა

გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ღაზასა და რაფაჰს. ისრაელის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა ქალაქი დეირ ელ-ბალა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 124-ს მიაღწია, 84 712 კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცენტრალურ ღაზაში მოკლეს „ჰამასის“ მებრძოლები და გაანადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

“ევროპარლამენტში უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება”- პესკოვი

“ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება”- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი განცხადებით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება. „როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

„ვიქტორ ჯაფარიძესთან კამათის შემდეგ მარიამ წიწაკიშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა“- „გრასი“

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ინფორმაციით, მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას, რომელმაც აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. ასოციაცია მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება. ასევე გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც – ირინა გურგენაშვილს. „საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე – დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს…

მეტი...

შვედეთში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ არჩევნებს ეხმაურებიან

შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში.  ამის შესახებ, შვედეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ამავე ცნობით, შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – წერს შვედეთის საგარეო საქნეთა სამინისტრო X-ზე.   „აშშ არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“  სამხრეთ ოსეთში“-ჯიმ ო’ბრაიენი

მეტი...

„აშშ არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“  სამხრეთ ოსეთში“-ჯიმ ო’ბრაიენი

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა“- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი. ო’ბრაიენი ამბობს, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ“ – წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა.  

მეტი...

„საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც ომში იმყოფება“- დარჩიაშვილი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში. „საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ უკრაინას დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც…

მეტი...

,,ოპოზიცია და რუსეთი ერთად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის” – ალენ სიმონიანი

,,ოპოზიცია და რუსეთი ერთად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განუცხადა. შენიშვნაზე, რომ ოპოზიცია სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მან უპასუხა: ,,თუ ასეა, მაშინ რატომ ვიღებთ თავდასხმებს ამ მხარეებიდან? თურქული მხარე აცხადებდა, რომ საზღვარს ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ გახსნიდა, მაგრამ დღეს ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვნად შენელდა. რა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა? ყველა მხრიდან დარტყმას ვიღებთ. დღეს ელიტა, ოლიგარქია, ეკლესია, ჩვენს წინააღმდეგაა, მხოლოდ სომხეთის ხალხი გვიჭერს მხარს. თქვენც იცით, რომ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს“,…

მეტი...

ღვანკითში ადიდებულმა ღელემ ქალი გაიტაცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სტიქიის შედეგად ქალი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ღელე ადიდდა, რა დროსაც ქალი გაიტაცა, რომელიც პირუტყვის მოსაყვანად იყო წასული. ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.

მეტი...

,,უნდა შეგრცხვეთ ყველგან” – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს (video)

,,ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი და აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. მისი თქმით, მალევე პოლიციამ მას და მის თანამგზავრს პასპორტები ჩამოართვა და “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის” დააკავა. წიწიკაშვილის თქმით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, სასამართლო 19 ივნისამდე გადაიდო. ,,84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ. ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინიეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დერჰაჩის თემს, ადგილობრივი დროით, დილის 9:30 საათზე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა კაცი და დაშავდა ორი ადამიანი. ხერსონის გუბერნატორის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით კი, რუსეთი ასევე თავს დაესხა ქალაქ ხერსონში მდებარე სახლს რის შედეგადაც 102 წლის ქალი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

პოლონეთში, იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

პოლონეთში, მესკოს იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 59 წლის მამაკაცი. „აფეთქება სარაკეტო საწვავის ცენტრში მოხდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლის წინ შევიდა“, – განაცხადა ქარხნის მენეჯერმა, ელზბიეტა შრენიავსკამ. აფეთქების დროს ცენტრში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა გასვლა მოასწრო, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მათი გადაადგილება არის ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე” – ქადაგიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მხოლოდ საგარეო განცხადებებით არსებობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაადგილება არის ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე, რადგან ვერც ყოფილი, ვერც ახალი თავმჯდომარე ვერ იქნებიან პოლიტიკური გარღვევის მომხდენი პარტიის და მით უმეტეს, ქვეყნის მასშტაბით. „მათ არც ქარტია შველით, არც უცხოური განცხადებები, რაც მათი ერთადერთი მკვებავი წყაროა. ისინი ვერ გაერთიანდებიან და ცალ-ცალკე მოუწევთ გამოსვლა. სხვა სურათი არც ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში იქნებოდა, რადგან მათი უმეტესობა პოლიტიკაში პირადი მიზნებითაა და არა ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

,,მთლიანად გააშიშვლეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

,,ოპოზიციამ უკვე თავისი სახე აჩვენა. მათ მთლიანად გააშიშვლეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, რომ ისინი არიან უცხო ძალების დაკვეთის შემსრულებლები. და ინტერესების გამტარებლები საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ქართველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს. „მათი სახელები და გვარებია მხოლოდ ქართული. ყველამ დაინახა, რომ ისინი დადგნენ არა საქართველოს, არამედ უცხო ჯგუფების მხარეს. ისინი საარჩევნო კამპანიას საქართველოში არ აწარმოებენ. დადიან ერთი ქვეყნიდან მეორეში, თავს იწონებენ ფოტოებითა და შეხვედრებით, თავს აწონებენ საკუთარ პატრონებს რომ დააჯერონ იმაში, რომ დაბეჯითებით შეასრულებენ მათ დაკვეთებსა და დავალებებს. 26 ოქტომბერს ქართველ…

მეტი...

„მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები საერთო მიზნების ერთგული“- ფოტიგა

„ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის“ – წერს ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე. „მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები ჩვენი საერთო მიზნების ერთგული და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას ამ პარასკევს ვილნიუსში!“, – წერს ფოტიგა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები გუშინ დასრულდა. ევროკავშირის მოქალაქეებმა 720 პარლამენტარი აირჩიეს, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.

მეტი...

,,ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები, არიან ეზოში და ეზოს გარეთაც” – გია ჯაფარიძე

,,გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს სახლთან ტიტუშკები ელოდებიან. ,,ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძეს ამ დრომდე უცნობი პირები სამჯერ დახვდნენ სახლთან და “გირჩი ტვ-ის” ოფისის მიმდებარედ. გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან.

მეტი...

ესპანეთში დააკავეს ქართველი, რომელიც 2020 წელს მომხდარი მკვლელობის გამო იძებნებოდა

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, ესპანეთში მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემის ეკიპაჟის წევრი იყო. გემის კაპიტანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და კაცი საბოლოოდ დააკავეს ქალაქ ვიგოში. მედიის ცნობით, ის 2020 წლის შემდეგ იძებნებოდა 28 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის გამო, რა დროსაც პოლონეთის ქალაქ რიბში, ბრალდებულმა კაცს კისრის არეში ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. სამი წელი ბრალდებულის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო. დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მეტი...

რუსეთის საგარეომ სომხეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ცნობით, რუსეთმა სომხეთს უკრაინაში სომხეთის ელჩის, ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ზახაროვას თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯს “არამეგობრულად” მიიჩნევს. ,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით და იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებით. ჩვენ საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს,” – განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, კარაპეტიანი და ტერ-მარგარიანი ბუჩას 2 ივნისს ეწვივნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნორ-ნორკის თანამშრომლობა განიხილეს. მათ, ასევე, უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები გადასცეს. ტერ-მარგარიანმა ვიზიტისას განაცხადა…

მეტი...

სეტყვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დააზარალა. განადგურებულია ხეხილი, ვაზი, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. სეტყვასთან ერთად რეგიონში იყო ძლიერი ქარი, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დვანში და ტახტისძირში. ადგილობრივების თქმით, გუშინ სოფელი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისეტყვებოდა, ისინი დახმარებას ითხოვენ და ყვებიან, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს. დვანში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია და დახმარებასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი...

,,ხაბეიშვილი სადღაც მაინც შევარდა და თავის თავზე ერთი ვაჟკაცობა აიღო” – იაგო ხვიჩია

,,ჯანდაცვის არგუმენტით თანამდებობიდან წასვლა ყოველთვის პრობლემურია, როცა ეს გენპროკურორმა თქვა, ბევრმა არც მაშინ დაიჯერა და არ გამიკვირდება, რომ ეს „ხაბეს“ შემთხვევაშიც ბევრმა არ დაიჯეროს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა არ გამოუვიდა, მაგრამ სადღაც მაინც შევარდა. „დაპირებას თუ გულისხმობთ, რომ ხაბეიშვილმა შევვარდები და მიშას გამოვიყვანო, ეს არ გამოვიდა, მაგრამ სადღაც მაინც შევარდა და თავის თავზე ერთი ვაჟკაცობა აიღო, რაც არ არის ცოტა. ეს აქციაზე იყო. მთლად ისე არ მიდის, ერთი ხელი მოხვდა და ესეც არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

,,რთულია კომენტარის გაკეთება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვარაუდით ვერ ვისაუბრებთ” – მაკა ბოჭორიშვილი

,,რთულია კომენტარის გაკეთება, რადგან არც სანქციების შინაარსი ვიცით, არც სია, ვისზე ვრცელდება. ვარაუდების დონეზე რაიმეს თქმა რთულია”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „რთულია იმის შეფასებაც, რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი მაშინ, როცა არ სახელდებიან კონკრეტული პირები, ვინ არიან დასანქცირებული ქართული პოლიტიკური ელიტიდან თუ ქართული საზოგადოებიდან“. „ასევე არ კონკრეტდება საფუძვლები, რაში გამოიხატება შეზღუდვები. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვარაუდით ვერ ვისაუბრებთ. პოლიტიკის ასეთი ინსტრუმენტები თუ არის გამოყენებული, მაშინ კონკრეტიკაც უნდა არსებობდეს. დასამალი არაფერია, საქართველოს გაცხადებული აქვს, რა სურს ამერიკის სტრატეგიული…

მეტი...

,,საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ” – საია-მ სპეციალური ანგარიში მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით სპეციალურ აგანრიშს ,,საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ” აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, იმ ძალადობრივ მეთოდებზე, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში. ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს: შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემურ ძალადობას; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისებას; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინებას, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა…

მეტი...

,,სუს-ი იძიებს საქმეებს, რომლებიც თავისი არსით, მის სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს” – DRI

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბიუჯეტო და ადამიანურ რესურსებს არარაციონალურად ხარჯავს. ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც თავისი არსით, მის სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს, რაც სამსახურის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსის არარაციონალურად ხარჯვას იწვევს. ორგანიზაციის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება უზრუნველყოფს შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს შორის სისხლის სამართლის საქმეთა განაწილებას მათი საქმიანობის მიმართულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების საჯარო ინტერესი, თუმცა,…

მეტი...

სტიქია იმერეთში – განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებში

ამ დროის მონაცემებით, იმერეთში ძლიერი სეტყვის, ქარისა და წვიმის შედეგად 26 სახლია დაზიანებული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლებში, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავები ჩაიმტვრა, დაზიანდა ავეჯი, ტექნიკა. უხვი ნალექის შედეგად განადგურდა ხეხილი. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ამ დროისთვის იმერეთის 5 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მეტი...

,,აფხაზეთი მე ვარ“

ღონისძიების – „აფხაზეთი მე ვარ“ ფარგლებში, მთაწმინდის პარკში  აფხაზეთის ომის ვეტერანები, ,,მშვიდობის ელჩები,“ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პროექტის ფარგლებში, ასევე, გამოიცა წიგნი „აფხაზეთი მე ვარ“. როგორც ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველოს“  წარმომადგენლები აცხადებენ, წიგნში შესულია 73 მეომრის ისტორია და 4 დოკუმენტურ – მხატვრული ფილმი.  ფილმები მიეძღვა სოხუმის დაცემის დღეს, ფასანაურის „თეთრი არწივის“  ,,თბილისის“  და „რუსთავის ბატალიონებს. ფილმებში 35 აფხაზეთის ომის ვეტერანი მეომარი მონაწილეობს. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის – „აფხაზეთი მე ვარ“  მეხუთე ნაწილის გადაღება. ორგანიზატორების განცხადებით,  პროექტის მიზანია საზოგადოებას და  მომავალ თაობას დაანახონ, რომ აფხაზეთი…

მეტი...

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, მიქავას ცენტრში, ღვარცოფის გამო, მდინარე ლაჩახვაზე არსებული ხიდბოგირზე სავალი გზის მონაკვეთი ჩამოიშალა. წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოწოდებს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე.

მეტი...

დღის ბოლომდე თბილისსა და რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება

დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

ძლიერი სეტყვა სოფელ ოჩბაში

სტიქიამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელი ოჩბა დააზარალა. სოფლის ორივე ნაწილში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა ნათესი ყანა, ვენახი და ბაღ-ბოსტანი.

მეტი...

,,აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში” – ლევან ნიკოლეიშვილი

,,ქალბატონი ვიოლას მარცხი, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, დაბრძანდება უცხო ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგებზე, პატივს არ სცემს მართლმსაჯულების სისტემას, არ ეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარს უჭერს კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას, ფაქტობრივად გაწევრიანებული სხვა ქვეყნის რადიკალურ დაჯგუფებებში”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომლის თქმითაც, „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია, რაღაც ძალიან არასწორად წარიმართა“. „წუხს ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი, “რაღაც საშინლად არასწორად…

მეტი...

,,როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!” – მამუკა მდინარაძე

„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!“, – ამის შესახებ „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი მოქმედებს. „ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა…

მეტი...

12 წლის გოგომ თანაკლასელს საკანცელარიო დანით ყელი გამოჭრა

2004 წლის პირველ ივნისს იაპონიაში, 12 წლის გოგოს მიერ თანაკლასელის სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. ნევადა ტანი, ამ მეტსახელით იცნობენ გოგონას, რომელმაც 11 წლის გოგოს საკანცელარიო დანით ყელი გამოჭრა. იაპონიის კანონი კრძალავს არასრულწლოვან დამნაშავეთა იდენტიფიცირებას, ამიტომ თავდაპირველად გოგონას ვინაობა ცნობილი არ იყო, თუმცა პრესაში მოგვიანებით ინფორმაციამ მაინც გაჟონა. გოგონას ცუჯი ნაცუმი ერქვა. იგი პოლიციამ მალევე დააკავა, მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ თანაკლასელი ინტერნეტში დატოვებული შეტყობინების გამო მოკლა.  ნაგასაკის საოჯახო სასამართლომ 2004 წელს გოგონას 2 წელი მიუსაჯა, თუმცა 2006 წელს ფსიქიკური შეფასების შემდეგ სასჯელი 2 წლით გაუხანგრძლივეს. 20 წლის ნევადა…

მეტი...

,,ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო მრავალფეროვანი იქნება” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები მოდიან უფრო დიდი დოზით ევროპარლამენტში. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდა საპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „ალბათ უფრო მეტად მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ამ ბრძოლის დროს მოვძებნოთ ისეთი ელემენტები, ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უფრო რეალურად შეაფასებენ საქართველოში მიმდინარე ვითარებას და არ იქნება ერთ პოლიტიკურ ნარატივს დაქვემდებარებული პოლიტიკური ცხოვრება ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო მრავალფეროვანი იქნება, მეტი პოლემიკა იქნება, პოზიციების დაპირისპირება და შეჯახებაც მეტი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მეტი...