ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, მიქავას ცენტრში, ღვარცოფის გამო, მდინარე ლაჩახვაზე არსებული ხიდბოგირზე სავალი გზის მონაკვეთი ჩამოიშალა.

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოწოდებს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე.

მსგავსი თემები