„მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები საერთო მიზნების ერთგული“- ფოტიგა

„ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ წლების განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და თანამშრომლობისთვის“ – წერს ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები ჩვენი საერთო მიზნების ერთგული და გავაგრძელებ აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას ამ პარასკევს ვილნიუსში!“, – წერს ფოტიგა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები გუშინ დასრულდა. ევროკავშირის მოქალაქეებმა 720 პარლამენტარი აირჩიეს, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.

მსგავსი თემები