დღის ბოლომდე თბილისსა და რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება

დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი თემები