ხაბეიშვილი იმ ნივთების ფოტოს ავრცელებს, რომლებიც პარტიის ოფისზე თავდასხმისას გამოიყენეს

ენმ-ის თავმჯდომარე იმ ნივთების ფოტოს ავრცელებს, რომელიც გასულ ღამეს, პარტიის ოფისზე თავდასხმისას გამოიყენეს. ,,ივანიშვილის სარკე” წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ოფისს წუხელ, გვიან ღამით ქვებითა და ხის შუბებით შეიარაღებული ათეულობით პირი დაესხა თავს, რომლებიც შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ოფისში ამ დროს პარტიის წევრბი და თავმჯდომარე, 14 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.

მეტი...

გერმანიის სამხრეთში გადაუღებელი წვიმის გამო წყალდიდობაა

გერმანიის სამხრეთში გადაუღებელი წვიმის გამო წყალდიდობაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბავარიაში, ქალაქ აუგსბურგთან ახლოს, სადაც მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა და სარკინიგზო ხიდი დააზიანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დატბორილია რამდენიმე დასახლებული პუნქტი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაზარალებულ რეგიონებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები. დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა მიუნხენს, ციურიხს, ულმსა და აუგსბურგს შორის. მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი დღეს ისევ არის მოსალოდნელი ტურინგიაში, ბავარიის ჩრდილოეთში და ბადენ-ვიუტემბერგის სამხრეთ ნაწილში. დასახლებული პუნქტების ნაწილში ევაკუაციაა გამოცხადებული.

მეტი...

„უკრაინას მივეცით უფლება საზღვრის გასწვრივ საპასუხო ცეცხლი გახსნას“ – კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწე, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ უკრაინელებს სრული უფლება აქვთ საპასუხო დარტყმა იმ სამიზნეებზე განახორციელონ, საიდანაც მათი ქალაქები და სოფლები იბომბება. კარპენტერი ამბობს, რომ უკრაინელებმა თეთრ სახლს თხოვნით მიმართეს. კერძოდ, მისი თქმით, ომში ჩართულ ქვეყანას ამერიკული იარაღის გამოყენება სურდა საზღვრის მეორე მხარეს იერიშის მისატანად. „პრეზიდენტმა ამ საქმის შესწავლა ეროვნული უშიშროების თავის გუნდს დაავალა და ახალი მითითება ამოქმედდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულია ხარკოვის რეგიონზე მიმდინარე თავდასხმა, ის კონტექსტი, რომ უკრაინაზე იერიშების განმახორციელებელი იარაღი, მისი სისტემები სწორედ საზღვრის მეორე მხარესაა განლაგებული. პრეზიდენტმა მისცა უფლება უკრაინას, გამოიყენონ ამერიკული…

მეტი...

„ძალადობას ყველა მიმართულებით ვგმობთ, ეს უნდა დასრულდეს“ – მათიკაშვილი

„ძალადობას ყველა მიმართულებით ვგმობთ, ძალადობა შობს ძალადობას, მაგრამ საზოგადოებას კარგად ახსოვს, საიდან დაიწყო ძალადობა, როგორ მიეპარა რადიკალი ოპოზიციონერი უმრავლესობის ლიდერს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობა უნდა დასრულდეს, გადავიდეს მშვიდ რეჟიმში და მოემზადოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. „თითქმის ორი თვეა, რადიკალი ოპოზიციის მხრიდან ვაკვირდებით ძალიან მძიმე თავდასხმებს. სამწუხაროა, მაგრამ, ზოგადად, ეს მოცემულობა თავდასხმები, ძალადობა შობს ძალადობას. ყველა მიმართულებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ ქმედებებს ახორციელებენ. ჩვენ, საზოგადოებას, კარგად გვახსოვს საიდან დაიწყო ძალადობა, როგორ მიეპარა რადიკალი ოპოზიციონერი უმრავლესობის…

მეტი...

,,ეს დეპუტატები მოდიან და მიდიან, პარტნიორული ურთიერთობა კი გაგრძელდება” – მათიკაშვილი

,,საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ერთ კონკრეტულ დეპუტატზე არ არის დამოკიდებული, ეს დეპუტატები მოდიან და მიდიან, პარტნიორული ურთიერთობა კი გაგრძელდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიხაელ როთმა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, მძიმე განცხადება გააკეთა. „ეს იყო ძალიან მძიმე განცხადება. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა პირველი განცხადებისთვის, მან ფაქტობრივად ცეცხლზე ნავთი დაასხა. ამით დაადასტურა, რომ შეცდომა კი არ დაუშვა, მიზანმიმართულად შეურაცხყო ის საკმაოდ ფაქიზი გრძნობები, რომელსაც ქართულად მრწამსი ჰქვია. ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან მხოლოდ ღირსეულ და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას ველოდებით. მსგავსი რამ არის სრულიად გამორიცხული პარტნიორულ ურთიერთობებში. საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ერთ…

მეტი...

„ისრაელის მიერ ომის დასასრულებლად წამოყენებული პირობები არ შეცვლილა“ – ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი 

„ისრაელის მიერ ომის დასასრულებლად წამოყენებული პირობები არ შეცვლილა“, – ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ისრაელის მთავრობის განცხადებაში ჩამოთვლილია ომის დასასრულებლად ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები: „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა მეტად აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა.

მეტი...

სტიქია კახეთში – დასეტყვილია სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები

კახეთში, დასეტყვილია სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. ამ წუთის ინფორმაციით, დასეტყვილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი წნორი, ბოდბისხევი, საქობო და ასანური.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ყველაზე ძლიერი სეტყვა შირაქის ველებზე მოვიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა გრძელდება, რის გამოც ზიანის დასადგენად, ნაკვეთებში გასვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.ბოლო კვირის განმავლობაში, კახეთი სტიქიამ უკვე მეორედ დააზარალა. რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა, სასმელი წყლის სატუმბი რეზერვუარები და გაზსადენები დააზიანა.

მეტი...

,,ყველა გაყინული კონფლიქტი ნელი ომი ან ნელი ოკუპაციაა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა გაყინული კონფლიქტი არის ნელი ომი ან ნელი ოკუპაცია. „დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი, ამა თუ იმ მიზეზით, გალღვება. ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს. მისთვის საჭიროა პაუზა, რომ გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე. რომ გაიგოს, სად აქვს დეფიციტი. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენც მსგავსი დეფიციტი გვაქვს, რომელზეც ღიად ვსაუბრობთ. რუსეთს უფრო მეტი ტექნიკა აქვს ვიდრე ჩვენ, თუმცა მათ აქვთ გამოცდილი სამხედრო პერსონალის, საარტილერიო ჭურვების და რაკეტების დეფიციტი. ამიტომ, პაუზა მათ სარგებელს მოუტანს და არა ჩვენ. უფრო გაძლიერდებიან, რის შემდეგაც, როგორც ნორმანდიის შეთანხმებაში იყო, ძალებს აღადგენს და წამოაყენებს…

მეტი...

კობა კობალაძემ ვეტერანთა შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

კობა კობალაძემ ვეტერანთა შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა, რადგან უწყებას პატარები სტუმრობდნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ვეტერანთა შვილებსა და შვილიშვილებს უმასპინძლა. მან, პატარებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 ივნისი მიულოცა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.

მეტი...

„არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, გაბრაზდეს, ქუდი დაიხუროს და თქვას, რომ აღარ ვაპირებ ამ სიკეთის გაკეთებასო“ – მიხეილ სარჯველაძე

„არის ცალკეული ინიციატივები, რომელიც დონორული მხარდაჭერით ფინანსდება. მაგალითად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ა.შ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არ აგვერიოს ერთმანეთში, მკურნალობა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტიპის დაფინანსებასთან და მას სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება დანარჩენს, თუ ვინმეს ამ დრომდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სიკეთე ეკეთებინა საქართველოში, მე პირადად, მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი რამ გააგრძელონ. ასეთი, თუნდაც უცხოეთიდან მომდინარე ინტერესი, რომ ჩვენს ბავშვებს დაეხმარონ, ეს არის რა თქმა უნდა კეთილშობილური ინტერესი“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს, არ აქვთ…

მეტი...

,,თავზე გვახვევენ ლოზუნგებს” – თელავის მერი EU-ს მხარდამჭერ ბანერებზე

,,ომის პარტია თავზე გვახვევს თავის ლოზუნგებს, რა თქმა უნდა მიუღებელია”, – თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი მშვიდობის პარკის გახსნაზე მომხდარ ინციდენტს ეხმარება. ,,როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამხელა რეკრეაციულ პარკში და როდესაც ადამიანები მოდიან, რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური მესიჯებით, რომლებმაც არაერთხელ განიცადეს კრახი და ბავშვების თანდასწრებით უნდათ გაურკვეველი მდგომარეობის შემოტანა და სადაც ბავშვებს თავს ახვევენ თავის გაურკვეველ წარსულს და კიდე ეს ომის პარტია თავზე გვახვევს თავის ლოზუნგებს, რა თქმა უნდა მიუღებელია. არ მომიგლეჯია ჩემი საკუთარი ხელით, ამოვიღე და ვუთხარი, რომ გაეტანათ იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, როცა ბავშვებს ეხებათ, არაფერ შუაში…

მეტი...

პრიგოჟინს საფლავზე ძეგლი დაუდგეს

ევგენი პრიგოჟინს, რომელიც რუსეთში, სამხედრო ამბოხების მცდელობიდან მალევე ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე ძეგლი დაუდგეს. 1-ელ ივნისს, ,,ვაგნერის” ყოფილ ხელმძღვანელს 63 წელი შეუსრულდებოდა. ძეგლის გახსნას სამხედრო დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინი 2023 წლის 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მის ვერტმფრენში ასევე იმყოფებოდნენ დიმიტრი უტკინი და რვა სხვა ადამიანი. ყველა ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

მეუფე შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ნინოობის შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ. წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მინდა დღეს განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მისი ღვაწლი ნამდვილად შეიძლება იწოდოს წმინდა ნინოს მოციქულებრივი მსახურების გაგრძელებად“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მეტი...

წარწერამ, ,,დაფინანსებულია EU-ს მიერ”, თელავის მერი გააბრაზა და ბანერები მოგლიჯა

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, თელავში მშვიდობის პარკი გაიხსნა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერები მიიტანეს, წარწერებით, რომ პარკი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ! ამ ფაქტმა იქ მყოფი თელავის მერი გააღიზიანა. ლევან ანდრიაშვილმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო და სხვა პირებს გაატანა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ,,დღეს თელავში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მშვიდობის პარკი გაიხსნა! მერიამ დიდი სიხარულით გახსნა, ხოდა ამ ზეიმს ჩვენც შევუერთდით, სამოქალაქო საზოგადოება. უბრალოდ, პატარა შეხსენებები გავაკეთეთ! – ,,ეს პარკი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ!”. კი თელავში ევროკავშირმა ბევრი სიკეთეები გააკეთა, რასაც მერია იბრალდებს… ხოდა, თან ამასთან ერთად ჩვენი ბანერებიც ამოგლიჯა თელავის მერმა და…

მეტი...

,,ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე” – ომბუდსმენი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც ქვეყანაში ჯერ კიდევ დგანან ბავშვები. იხილეთ განცხადება: ,,პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ…

მეტი...

,,ქართული ოცნება” საქართველოს კოშმარად აქცევს! მოვითხოვთ სანქციების დაწესებას” – პეტიცია EU-ს ლიდერებისთვის

ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის, რობერტა მეცოლასა და ჯოზეფ ბორელის სახელზე პეტიცია შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი ,,ქართული ოცნების” დეპუტატებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების დროულად დასანქცირებას ითხოვენ. ,,პარტია ,,ქართული ოცნება” და საქართველოს მთავრობა კორუმპირებული მოსამართლეების მხარდაჭერით აპირებენ “უცხოელი აგენტების კანონის” განხორციელებას, რომელიც ზღუდავს საქართველოს დემოკრატიას და მისი მოქალაქეების ინდივიდუალურ უფლებებს. უმთავრესია ამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა, რომ უარი თქვან ამ კანონზე და არ გადაუხვიონ ქვეყანა ევროპული გზიდან! ქართველები თავს ევროპელებად თვლიან და სურთ EU-თან დაახლოება. ამავდროულად, ბოლო კვირებში “ქართული ოცნების” და ხელისუფლების ორკესტრირებული ძალადობა და პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა…

მეტი...

„დონალდ ტრამპის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია“ – მაიკ პენსი

„ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლება აღმაშფოთებელია“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს. მისი შეფასებით, ეს მილიონობით ამერიკელისთვის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად. ასევე, ეს გადაწყვეტილება საშინელ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემაზე და კიდევ უფრო გვყოფს საზოგადოებას მაშინ, როდესაც ამერიკელო ხალხი ებრძვის ბაიდენის წარუმატებელ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ“, – ამბობს პენსი. მისი თქმით, ტრამპს აქვს სრული უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება. ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი…

მეტი...

„ჯერ არცერთ სტუმარს არ უკადრია ასე ესაუბრა“ – თალაკვაძე როთს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როთის სტატუსს ეხმიანება, სადაც როთი აღნიშნავს, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არცერთ სტუმარს ასე საუბარი არ უკადრია. „მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე…

მეტი...

,,თავდასხმა ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე ,,ქართული ოცნების” სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია” – მიხეილ სააკაშვილი

ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე მომხდარ თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმარება: ,,გუშინდელი თავდასხმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე არის “ქართული ოცნების” სისუსტისა და აგონიის მანიშნებელი. დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ისეთი ძლიერია როგორც არასდროს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ პოსტში. შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

მეტი...

წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების წარმოების დროს, 2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, წყნეთიდან ბეთანიისა და კიკეთისკენ მოძრავი N503 და N481 მიკროავტობუსები დროებით შეაჩერებენ მგზავრთა მომსახურებას. მოქალაქეებს აღნიშული მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ბარათაშვილის ქუჩიდან კიკეთისკენ მიმავალი N316 ავტობუსით.

მეტი...

,,საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია” – გენადი არველაძე

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, 29-31 მაისს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა მოლაპარაკების შედეგები დადებითად შეაფასეს. „იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართება, იქნება საბოლოო, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეთანხმებაზე ხელმოწერა“, – ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია რეგიონში და მასთან ურთიერთობის გაღრმავება დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე. მისი თქმით, შეთანხმება არა მხოლოდ წაახალისებს ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა…

მეტი...

„ოპერაციიდან მესამე დღეს სისხლდენა დაეწყო“ – რა გახდა არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზი

დუშეთის აკადემია აღსაზრდელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა! გაგვიფრინდა ვატო, კეთილი, თბილი და ღიმილიანი ბიჭი. თანადგომას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს. გვჯერა, იქ ბევრს ითამაშებ!”, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში. ახლობლების ცნობით, გლანდების ოპერაციიდან მესამე დღეს, მოზარდს სისხლდენა დაეწყო და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტი...

ნინოობა მცხეთის დედათა მონასტერში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ. მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება. წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის მცხეთის დედათა მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა.

მეტი...

რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. მეზობლების თქმით, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. „ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მეტი...

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.

მეტი...

,,რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია” – მაიკლ როთი

,,რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია”, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. მისი თქმით, ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები კრიტიკას უნდა შეეგუოს. „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. დემოკრატია ასე მუშაობს. ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები უბრალოდ კრიტიკას უნდა შეეგუონ. ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს: ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს“, – წერს მაიკლ როთი.

მეტი...

„ნატო-ს წევრებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“ – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. მისი განმარტებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს იკავებენ, ხოლო აშშ, რომელიც ალიანსის წევრია, დღეს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა მსოფლიოში. სტოლტენბერგის ინფორმაციით, გერმანია და აშშ ახლახან შეთანხმდნენ „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის ქარხნის აშენებაზე, ხოლო ალიანსში ბოლო რამდენიმე წელში გაორმაგდა მოკავშირეთა რიცხვი, რომლებიც მშპ-ის 2%-ს ხარჯავენ თავდაცვაზე. „ეს აჩვენებს, რომ მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციებს აბანდებენ და არამხოლოდ საჰაერო თავდაცვაში. პოლონეთი და სხვები ყიდულობენ საჰაერო თავდაცვის სისტემების უზარმაზარ რაოდენობას. წარმოება იზრდება. გერმანიაში ახალი ქარხანა იქნება“, –…

მეტი...

,,აშშ-ის თანხმობა, უკრაინამ რუსეთზე დარტყმისას გამოიყენოს ამერიკული იარაღი, ეხება სუმის ოლქსაც” – მაიკლ კარპენტერი

,,აშშ-ის თანხმობა, რომ უკრაინამ რუსეთზე დარტყმისას გამოიყენოს ამერიკული იარაღი, არ ეხება მხოლოდ ხარკოვის რაიონის მახლობლად მდებარე ტერიტორიებს”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციული უსაფრთხოების გამო ვერ დაასახელებს კონკრეტულ პირობებს, რომლითაც უკრაინამ შეიძლება, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ ხარკოვის რაიონს, არამედ სუმის ოლქსაც. „ეს ეხება ჩრდილოეთის მთელ რეგიონს, საიდანაც რუსული ძალები ბომბავენ უკრაინას. ადრე მათ იქიდან შეეძლოთ შედარებით უსაფრთხოდ სროლა, მაგრამ ახლა უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ჩვენი საბრძოლო მასალისა და იარაღის გამოყენება, რათა საპასუხო დარტყმა…

მეტი...

,,სამინისრტო გამოდის ინიციატივით, დავიწყოთ ბავშვებისთვის სისხლის დონაციის უანგარო კამპანია“ – სარჯველაძე

,,დღევანდელ დღეს, პირველ ივნისს სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დავიწყოთ ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანია, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პირველი ივნისი გვახსენებს, რომ ბავშვის ინტერესი არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ წლის ყოველ დღეს უმთავრესია. „დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე. ყველა ბავშვს ვულოცავ, ამ გულითად დღეს და თითოეულ ბავშვს ვუსურვებ საუკეთესო მომავალს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას. ყველას მოვუწოდებ, რომ ბავშვის ინტერესი და უფლება არასდროს მოექცეს სხვა რომელიმე ინტერესის ჩრდილში. პირველი…

მეტი...

დუშეთში, ოჯახის წევრის დაჭრისთვის პოლიციელი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ. ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება წარმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული”, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს…

მეტი...

რუსეთმა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და გააფართოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თვენახევრიანი პაუზის შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და სიას რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირი ჩაამატა, რომელთა შორის არიან როგორც ჟურნალისტები და უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა ცოლები, ასევე, კონკრეტული მედიასაშუალებები. დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზას“ ინფორმაციით, რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს: ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩი; ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ეკატერინა დუნცოვა; მობილიზებულთა ცოლების დაფუძნებული მოძრაობა „გზა შინისკენ“; მოძრაობის — „გზა შინისკენ“ — წევრი მარია ანდრეევა; ინტერნეტგამოცემა Sota; Sota-ს ფოტოგრაფი პაველ ივანოვი (ფსევდონიმი Partisan); პროექტი „რესპუბლიკა“. რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში არაერთი ცვლილება შევიდა, რაც…

მეტი...

ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა 

ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა და თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „დროა ეს ომი დასრულდეს”. ბაიდენის თქმით, პირველი ეტაპი არის ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის დასახლებულ პუნქტებს დატოვებენ, ამის შემდეგ „ჰამასმა“ ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები – მათ შორის ქალები, მოხუცები და დაჭრილები, ხოლო გარდაცვლილი მძევლების ცხედრები ისრაელელ ოჯახებს გადასცენ. ამასთან, ამ ექვსი კვირის განმავლობაში აშშ-სა და კატარის შუამავლობით მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში, დაიწყება გეგმის შემდეგი – მეორე ფაზა. გეგმის თანახმად, ეს ეტაპი მოიცავს ყველა ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას,…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 5 ოლქში დაარტყეს – გერმან გალუშჩენკო

„რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 5 ოლქში დაარტყეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო ავრცელებს. გერმან გალუშჩენკოს ცნობით, შაბათს ღამით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, კიროვოგრადისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები განახორციელეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ. ასევე, ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, შაბათს ღამით ვინიცის ოლქში, რუსული დრონის ჩამოგდების შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

მეტი...

რუსეთის მოქალაქე პარიზში, ოლიმპიადისას ტერაქტს ამზადებდა – უცხოური მედია

საფრანგეთში რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც პარიზის ოლიმპიადისას ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BFMTV პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი 22 მაისს, შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (DGSI) თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების პირველადი მონაცემებით, დაკავებული ამზადებდა მაყურებლებზე და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას სტადიონ „ჟოფრუა გიშარზე“, სადაც ზაფხულში ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩები უნდა გაიმართოს. ეჭვმიტანილი საკუთარ სახლში დააკავეს და ბრალი წაუყენეს როგორც ტერორისტული ჯგუფის მეთაურს, რომელიც ამზადებდა დანაშაულს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიზნით. ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთში 2023 წელს მშობლებთან ერთად ჩავიდა.

მეტი...

,,100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ ხის შუბებით ცდილობდნენ შემოჭრას, ვიყავი ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად” – ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა პარტიის ცენტრალურ ოფისზე გასულ ღამეს თავდასხმა მოხდა, ის შიგნით, 14 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ტიტუშკები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. ხაბეიშვილი მომხდარის უკან ხელისუფლებისა და ოლიგარქ ივანიშვილის დაკვეთას ხედავს და ამბობს, რომ ყველაფერი სუს-ისა და პოლიციის მიერაა დაგეგმილი: „100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხის შუბებს ესროდნენ ოფისს და ჩალეწეს ყველაფერი. ეს არის, როცა სალაპარაკო არ აქვს ივანიშვილს, ასეთ რაღაცებს გეგმავს ჩუმად, ღამით…

მეტი...

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე – კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი,…

მეტი...