,,ეს დეპუტატები მოდიან და მიდიან, პარტნიორული ურთიერთობა კი გაგრძელდება” – მათიკაშვილი

,,საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ერთ კონკრეტულ დეპუტატზე არ არის დამოკიდებული, ეს დეპუტატები მოდიან და მიდიან, პარტნიორული ურთიერთობა კი გაგრძელდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხაელ როთმა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, მძიმე განცხადება გააკეთა.

„ეს იყო ძალიან მძიმე განცხადება. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა პირველი განცხადებისთვის, მან ფაქტობრივად ცეცხლზე ნავთი დაასხა. ამით დაადასტურა, რომ შეცდომა კი არ დაუშვა, მიზანმიმართულად შეურაცხყო ის საკმაოდ ფაქიზი გრძნობები, რომელსაც ქართულად მრწამსი ჰქვია. ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან მხოლოდ ღირსეულ და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას ველოდებით. მსგავსი რამ არის სრულიად გამორიცხული პარტნიორულ ურთიერთობებში. საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ერთ კონკრეტულ დეპუტატზე არ არის დამოკიდებული. ეს დეპუტატები მოდიან და მიდიან, საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობა ცხადია გაგრძელდება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ყველა რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას, ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამის პრობლემები, ჩემს შემთხვევაში ეს არის საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.

მსგავსი თემები