რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. მეზობლების თქმით, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მსგავსი თემები