მეუფე შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ნინოობის შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ. წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მინდა დღეს განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მისი ღვაწლი ნამდვილად შეიძლება იწოდოს წმინდა ნინოს მოციქულებრივი მსახურების გაგრძელებად“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები