სტიქია კახეთში – დასეტყვილია სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები

კახეთში, დასეტყვილია სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. ამ წუთის ინფორმაციით, დასეტყვილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი წნორი, ბოდბისხევი, საქობო და ასანური.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ყველაზე ძლიერი სეტყვა შირაქის ველებზე მოვიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა გრძელდება, რის გამოც ზიანის დასადგენად, ნაკვეთებში გასვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.ბოლო კვირის განმავლობაში, კახეთი სტიქიამ უკვე მეორედ დააზარალა. რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა, სასმელი წყლის სატუმბი რეზერვუარები და გაზსადენები დააზიანა.

მსგავსი თემები