,,თავზე გვახვევენ ლოზუნგებს” – თელავის მერი EU-ს მხარდამჭერ ბანერებზე

,,ომის პარტია თავზე გვახვევს თავის ლოზუნგებს, რა თქმა უნდა მიუღებელია”, – თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი მშვიდობის პარკის გახსნაზე მომხდარ ინციდენტს ეხმარება.

,,როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამხელა რეკრეაციულ პარკში და როდესაც ადამიანები მოდიან, რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური მესიჯებით, რომლებმაც არაერთხელ განიცადეს კრახი და ბავშვების თანდასწრებით უნდათ გაურკვეველი მდგომარეობის შემოტანა და სადაც ბავშვებს თავს ახვევენ თავის გაურკვეველ წარსულს და კიდე ეს ომის პარტია თავზე გვახვევს თავის ლოზუნგებს, რა თქმა უნდა მიუღებელია.

არ მომიგლეჯია ჩემი საკუთარი ხელით, ამოვიღე და ვუთხარი, რომ გაეტანათ იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, როცა ბავშვებს ეხებათ, არაფერ შუაში არ იყო. ევროკავშირის ჩართულობას, მონაწილეობას ჩვენ არ უგულებელვყოფთ. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს,” – განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, რომ პარკის გახსნაზე, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერები მიიტანეს წარწერებით ,,პარკი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ!”, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მოგლიჯა.

მსგავსი თემები