„დონალდ ტრამპის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია“ – მაიკ პენსი

„ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლება აღმაშფოთებელია“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს. მისი შეფასებით, ეს მილიონობით ამერიკელისთვის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა.

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად.

ასევე, ეს გადაწყვეტილება საშინელ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემაზე და კიდევ უფრო გვყოფს საზოგადოებას მაშინ, როდესაც ამერიკელო ხალხი ებრძვის ბაიდენის წარუმატებელ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ“, – ამბობს პენსი.

მისი თქმით, ტრამპს აქვს სრული უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

მსგავსი თემები