ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა 

ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა და თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „დროა ეს ომი დასრულდეს”.

ბაიდენის თქმით, პირველი ეტაპი არის ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის დასახლებულ პუნქტებს დატოვებენ, ამის შემდეგ „ჰამასმა“ ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები – მათ შორის ქალები, მოხუცები და დაჭრილები, ხოლო გარდაცვლილი მძევლების ცხედრები ისრაელელ ოჯახებს გადასცენ.

ამასთან, ამ ექვსი კვირის განმავლობაში აშშ-სა და კატარის შუამავლობით მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში, დაიწყება გეგმის შემდეგი – მეორე ფაზა. გეგმის თანახმად, ეს ეტაპი მოიცავს ყველა ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების. რაც შეეხება საბოლოო, მესამე ფაზას, ბაიდენის წინადადების თანახმად, ამ დროს ღაზაში გარდაცვლილი ყველა ისრაელელი მძევლის ცხედარი გადაეცემა ისრაელს და დაიწყება ღაზის რეკონსტრუქცია.

შტატების პრეზიდენტის ცნობითვე, ისრაელმა “ჰამასს” ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთავაზება წარუდგინა.

მსგავსი თემები