,,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს” – NATO-ს პრესსპიკერი

ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ,,უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან. ,,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ნახევარი საათის განმავლობაში ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა დეტალურად ყვება, თუ როგორ გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი. როგორც მან აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის იდგა და სამართალდამცველებს ესაუბრებოდა. სწორედ ამ დროს ათობით სპეცრაზმელმა ქაცარავა ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით გაუსწორდა. დავით ქაცარავას თქმით, მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მანქანაში ჩასვეს, მასზე სპეცრაზმელებმა ფიზიკურად კიდევ ერთხელ იძალადეს. სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, მძიმე დაზიანებების გამო, პოლიციის თანამშრომლებმა სამგორის განყოფილებაშივე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინგოროყვას კლინიკაში გადაეყვანათ. ,,დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ მათ, რომელზეც კასტეტისმაგვარი გამონაზარდები…

მეტი...

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1254 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 77 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 334 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 28 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 920 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 49 მგვტ. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას…

მეტი...

,,მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს” – თეატრალურის ლექტორები რექტორის პოზიციას ემიჯნებიან

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტების პროტესტს: ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები: ირმა დოლიძე ანა კვინიკაძე ეკა კიკნაძე ალექსანდრე კობერიძე ლაურა კუტუბიძე მაკა ვასაძე მარიკა მამაცაშვილი ქეთი მაჭავარიანი ლელა ოჩიაური…

მეტი...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს პროტესტის ნიშნად თანამშრომლები ტოვებენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ პროტესტის ნიშნად თანამშრომლები ტოვებენ. ლუკა ბერია წერს, რომ ტოვებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის პოსტს და დღესვე მიმართავს უწყებას შეუჩეროს შრომითი ხელშეკრულება. მისი თქმით, განათლების ხარისხის ცენტრის პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარად გამოყენება – საშიში პრაქტიკაა. ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც რამდენიმე უნივერსიტეტს მოუწოდებს რომ არალეგიტიმურად დებს სასწავლო პროცესს. განათლების ხარისხის ცენტრის პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარად გამოყენება – საშიში პრაქტიკაა. მინდა აქვე განვაცხადო, რომ ვტოვებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის პოსტს და დღესვე მივმართავ უწყებას შემიჩეროს შრომითი…

მეტი...

მერაბ დვალიშვილი ნიუ-იორკში ავარიაში მოყვა

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნიუ-იორკში ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი Uber-ით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავალ გზაზე ერთმანეთს 5 ავტომობული შეეჯახა. როგორც მერაბ დვალიშვილმა აღნიშნა, ის არ დაშავებულა და კარგადაა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა და 5-ვე მანქანა ძლიერ დაზიანდა.

მეტი...

,,EU-ს გაწევრიანება საჭიროებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რთულია გავიგოთ ეს კანონპროექტი რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ახლა” – ბრაჟე

EU-ს გაწევრიანება საჭიროებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რთულია გავიგოთ ეს კანონპროექტი რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ახლა, – ამის შესახებ თბილისში მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ,,ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის გზა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბანეთის და სხვადასხვა ქვეყნების. ჩვენ ძალიან ცალსახად გვსურს დავაფიქსიროთ ის წუხილები რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ძალიან პრაქტიკულ პრაგმატულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ მოერგოს ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, აღმასრულებელი, ევროპულ სტანდარტებს. ეს ევროპული სტანდარტები არის რომელიც ყველამ…

მეტი...

,,ვერ შეალამაზებთ იმას, რაც ფუნდამენტურად არაა EU-ს ღირებულებების საპირწონე” – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა, ძალადობისა და პროპაგანდის მიუხედავად აჩვენა გამძლეობა. ,,მიმდინარე კვირების განმავლობაში საქართველო მოხვდა ახალი ამბების გარეკანებზე, რადგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი იქნა ხელისუფლების მიერ წინ წამოწეული და იქნა ძალადობრივი აქტები გამოყენებული დემონსტრანტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, თუმცა გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა, ძალადობის მიუხედავად და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დაიფიქსირეს ევროპული ასპირაციები. ჩვენი ამოცანა, თუ რატომ ვიმყოფებით აქ არის ჩვენი სოლიდარობა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის ევროპული მომავლისთვის – მომავალი ეკუთვნის…

მეტი...

,,ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და EU-ს შორის” – მარგუს ცაკნა

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ რუსული კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. როგორც მან აღნიშნა, პრინციპული არჩევანია და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის. ,,ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების…

მეტი...

,,მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს” – პრეზიდენტი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირის და გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალია დღეს მათი აქ ყოფნა და მხარდაჭერა, რისთვისაც პრეზიდენტმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა. ,,დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი დასმული, რაც დაისვა გუშინ გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც…

მეტი...

,,არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულები 15 მაისის აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, რომელთაგან 3 პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. მათი თქმით, არასათანოდო მობყრობის ფაქტზე მიუთითებს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. ,,სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით. მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. სახალხო დამცველის…

მეტი...

,,ეს კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირს” – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ეს კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირს” – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა X-ზე დაწერა და ,,ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. ,,საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადახედოს ამ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

მკაცრად ვგმობთ კანონმდებლობის დამტკიცებას, პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ორმხრივ პარტნიორობას – პაუერი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერ ,,ოცნების” მიერ ,,უცხოური გავლენის” მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ძირს უთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. როგორც მან აღნიშნა, ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას – პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მლრდ დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის. ,,მკაცრად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის…

მეტი...

ოკუპანტების მიერ სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია

სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ივანე გერკეული თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას…

მეტი...

,,ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის” – ჯიმ ობრაიენი

კანონის განხილვებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან. მივიწვიეთ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანონთან დაკავშირებით ასევე შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე ცუდად, არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე…

მეტი...

,,კუთხეში დაგვაყენეს, სადღაც 7 კაცს გვირტყეს”, ,,მარშუტკაში შეგვიყვანეს იქ გვცემეს” – აქციაზე დაკავებულებმა იზოლატორი დატოვეს

დღეს გამთენიისას ორი დღის წინ, პარლამენტთან მიმდინარე ანტირუსული აქციისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი 48 საათის შემდეგ დატოვეს აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმაც. ,,წინ ვიდექით, მეცა ერთი სპეცრაზმელი, გაგვატარეს კალიდორი, გვირტყეს საშინლად, მერე მარშუტკაში შეგვიყვანეს, იქ გვცემეს, ჩემთან ერთად იყო ამერიკელი, ერთი რუსი და 6 ქართველი”, – ამბობს აკაკი ნიკაჭაძე. ლუკა გვაზავა ყვება, რომ დაეცა, რა დროსაც ,,სპეცრაზმელებმა შემათრიეს უცებ, მირტყეს, ილანძღებოდნენ, ცუდ სიტყვებს იძახდნენ, ბოლოს ჩაგვსვეს კარგად ნაცემები, ჯერ მანამდე კუთხეში დაგვაყენეს სადღაც 7 კაცი და გვირტყეს, მერე მანქანაში ჩაგვსვეს და მოგვიყვანეს ბოლოს აქ, ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს”.…

მეტი...

,,ვემიჯნებით ადმინისტრაციას, რექტორს შევახსენებთ, სამშობლო აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესებზე მაღლა დგას” – IBSU-ს სტუდენტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს და ემიჯნება ადმინისტრაციის პოზიციას. სტუდენტები რექტორს, კახა შენგელიას მიმართავენ და სთხოვენ პატივი სცეს მისივე სტუდენტების უმრავლესობის გამოხატულ ნებას. ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტები ვემინჯებით იმას, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკეთებს! გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ “აკრედიტაცია-ავტორიზაციის” პროცესებზე მაღლა დგას! ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ ევროპული, სწორი ღირებულებები…

მეტი...

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში არიან. ფოტო სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა. ,,რთულ დროს, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ”, – წერს ის. მინისტრები დღეს შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...