ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში არიან. ფოტო სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა.
,,რთულ დროს, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ”, – წერს ის.
მინისტრები დღეს შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც განცხადებებს გააკეთებენ.