„კანონპროექტს მესამე მოსმენით მივიღებთ. პროექტს უცხოელი აქტორებისგან ყრუ კედელი დახვდა“- პაპუაშვილი

„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი“- განაცახდა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებთან პროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის მზადაა. „ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს!“- ამბობს პაპუაშვილი. პაპუაშვილი ასევე შეეხო პრეზიდენტის განცხადებას…

მეტი...

„პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები იკვეთება“- სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმ მასტიგმატიზებელი განცხადებები. იოსელიანი შსს-ს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით. “საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ…

მეტი...

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს“ -კობახიძე

“ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება, გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს აქ ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. პრემიერის თქმით,  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია და პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. „მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან . „როგორც ბევრჯერ დავიცავით…

მეტი...

„ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე“- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან. „ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს სალივანი.

მეტი...