დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 კლასტერი დადასტურდა.
„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათთან დაკავშირებული კლასტერები, 3 დიდი კლასტერია და მათთან დაკავშირებული 31 ადამიანი. ეს 31 ადამიანი არის მათთან პირდაპირ კავშირში. მიმდინარეობს ეპიდემიოპოგიური და ლაბორატორიული მონაცემების გაღრმავებული კვლევა. ეს 31 ადამიანი დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.