დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე დადასტურებულია სამი შემთხვევა და მათთან დაკავშირებული 31 ადამიანი, რომელიც სამ კლასტერს აერთიანებს. გამყრელიძე ამბობს, რომ გაღრმავებული კვლევა ტარდება.
„სამი დადასტურებულია სეკვენირებით და 31 ადამიანია მათთან დაკავშირიებული, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები, საუბარია ძირითადად ბრიტანულზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.