საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.
საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 5 866-ს შეადგენს.