თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სუსის წარმომადგენლები, მიმდინარეობს ერთ-ერთი ავტომობილის ჩხრეკა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ერთი ადამიანი.