მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2,6 მილიონს აჭარბებს. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 183 424 ადამიანია გარდაცვლილი. სულ გამოჯანმრთელებულია 850 ათასზე მეტი პაციენტი.
მსოფლიოში პირველ ადგილს როგორც ინფიცირების შემთხვევების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც გამოვლენილია კორონავირუსის 842 ათასზე მეტი შემთხვევა.