29 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ხოლო ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრები მიმდინარეობს.