აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს ბლინკენის შუამავლობით შეხვედრას გამართავენ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით 26 სექტემბერს ნიუ-იორკში სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრეს-სპიკერზე აიჰან გაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა იგეგმება“, – თქვა გაჯიზადემ.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბაირამოვი და მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი თემები